ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:15 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

1)ასწლიანი ომი (ომი საფრანგეთის მმართველობისათვის) სინამდვილეში 116 წელი გრძელდებოდა 1337-1453 წლებში. სწორედ ამ ომში ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ჯარებს ჟანა დარკი და რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.


2)1752 წელს დიდ ბრიტანეთში და მის კოლონიებში მხოლოდ 354 დღე იყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბრიტანეთი გადავიდა იულიანური კალენდრიდან გრეგორიანულზე და ამის შედეგად დაიკარგა დღეები 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.


3)1309-1378 წლებში რომის პაპის რეზიდენცია რომში კი არა საფრანგეთის ქალაქ ავინიონში იყო. ამ წლებსი პაპები იქ თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე აღელვებულ რომში. 1378 წელს პაპმა გრეგორი XI დააბრუნა რეზიდენცია რომში და ამით დაასრულა ე.წ პაპების ავინიონში ტყვეობა.

კატეგორია: News | ნახვები: 389 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-11-13 | კომენტარები (0)



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. მუშაობდა "ლიტერატურნაია გაზეტას" კორესპონდენტად. 1958-1960 წწ. იგი მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების გამგედ. 1963 წელს  გამოაქვეყნა წერილების კრებული ''პოეტები და პოეზია",



” – იცი თუ არა,ჩემო სანჩო,რომ თავისუფლება, ყველაზე უძვირფასესი სიკეთეა,რომელიც ზენამ მოჰმადლა ადამიანს? ვერაფერი შეედრება თავისუფლებას,ვერც დედამიწის ქვესკნელში ჩაფლული განძეული ან ზღვის უფსკრულში დამარხული საუნჯენი,ვერც დიდება,ვერც სხვა რამ.თავისუფლებაზე სანუკვარი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს.თავისუფლებისა და სახელისათვის თამამად შეიძლება თავის გაწირვა,რადგან ანძრახი სიცოცხლე და მონობა ყველაზე უდიდესი უბედურება და ბოროტებაა კაცისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ცუდი,რაც ამქვეყნად მოგველის,სიკვდილია.მაგრამ დიდებით და სახელოვნად რომ მოვკვდეთ,იმაზე უკეთესს ვერას ვიზამთ. და კიდევ გეტყვი,სანჩო,სული მტკივა იმის გამო,რომ მოხეტიალე რაინდის ხელობა ავირჩიე ესოდენ საძაგელ საუკუნეში,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ახლა”. (ავტორი გენია.ჯი)
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნახვები: 316 | ავტორი: dato | თარიღი: 2013-09-28 | კომენტარები (0)


წათე II, ეგრისის მეფე 554 შემდეგ, გუბაზ II-ის ძმა. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. გუბაზ II-ის მოკვლის შემდეგ ეგრისის სახალხო კრებამ (555) მისი მეფედ დამტკიცება მოსთხოვა იუსტინიანე I-ს. იმპერატორმა ეს მოთხოვნა შეასრულა და წათე დიდი პატივით გამოგზავნა ეგრისში, სადაც ის ზეიმით აკურთხეს მეფედ. წათე II-ის მეფობის დროს გრძელდებოდა ირანისა და ბიზანტიის ბრძოლა ეგრისისათვის.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 587 | ავტორი: dato | თარიღი: 2013-04-10 | კომენტარები (0)



გუბაზ II (გ. 554) — ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში, ბიზანტიის ვასალი. იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტიასა და ირანს შორის გამართულ ბრძოლას და ცდილობდა ეგრისის სამეფოსათვის დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. 541 წელს კავშირი შეკრა ირანის მეფე ხოსრო I-თან და აუჯანყდა ბიზანტიას. მაგრამ, როცა 548 წელს ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა (გუბაზის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), აუჯანყდა მათ და ისევ ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. 553 ირანელებმა შეძლეს ბიზანტიისა და ეგრისის ჯარის დამარცხება, რასაც გუბაზ II ბიზანტიის სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს უნიჭობასა და ანგარებას აბრალებდა. განაწყენებულმა ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მოკლეს...

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 465 | ავტორი: dato | თარიღი: 2013-04-10 | კომენტარები (0)



ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის" ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ....
კატეგორია: საქართველოს შესახებ | ნახვები: 405 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-04-08 | კომენტარები (0)



წათე I, ეგრისის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. ბიზანტიის იმპერატორ იუსტინე I-ის დროს უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეზე გადავიდა, შაჰმა კავად I-მა დახმარება ვერ აღმოუჩინა, და წათე I იძულებული შეიქმნა ისევ ბიზანტიელებს შერიგებოდა. 523 წელს იგი იმპერატორის მოთხოვნით კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ხელახლა მოინათლა, ცოლად შეირთო ბიზანტიელი დიდმოხელის პატრიკიოს ნომეს ასული ვალერიანე და ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიის ჯარის დახმარებით წათე I-მა უკუაგდო ირანელთა შემოსევა....

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 297 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-03-30 | კომენტარები (0)



დამნაზე (VI საუკუნის I ნახევარი) — ეგრისის (ლაზიკის) მეფე. აღიარა ირანის შაჰის, კავად I–ს (488–531) ქვეშევრდომობა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 523 წელს, მისმა მეკვიდრემ წათემ ორიენტაცია შეიცვალა, ბიზანტიას მიემხრო და იუსტინე I-საგან (518-527) მიიღო სამეფო რეგალიები.


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 331 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-03-30 | კომენტარები (0)



გუბაზ I, ეგრისის მეფე V საუკუნის წლებში. დაახლოებით 456 აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორ მარკიანემ ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გუბაზ I-მა მოლაპარაკება დაიწყო ბიზანტიელებთან. მათ მოსთხოვეს, ან თვითონ გადამდგარიყო მეფობიდან, ან გადაეყენებინა თავისი ძე, რომელიც თანამმართველად ჰყავდა. გუბაზ I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 იმპერატორ ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. წყაროს ცნობით, გუბაზ I ბიზანტიის სამეფო კარზე ჯერ გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილგანწყობილად მოპყრობიან და სამშობლოში გაუსტუმრებიათ.
....

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 378 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-03-30 | კომენტარები (0)




ბაკურ V, მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, ქართლის 41-ე მეფე, რომელმაც ტახტი დაიკავა ფარსმანის შემდგომ. ამავე წყაროს ცნობით, მისი სიკვდილით "დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ". "ქართლის ცხოვრების" მეფეთა სიაში ბაკურ V-ს, ფარსმან მეფის ძეს, 38-ე ადგილი უჭირავს. მისი სიკვდილის შემდგომ მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა ვერ შეძლეს მეფობის შენარჩუნება და ქართლში სპარსელები გაბატონდნენ.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნახვები: 383 | ავტორი: datodato9349 | თარიღი: 2013-03-25 | კომენტარები (0)

1 2 3 ... 46 47 »
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013