ადრიანო ჩელენტანო - დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს - 14 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ადრიანო ჩელენტანო - დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს
1:38 PM
ადრიანო ჩელენტანო - დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს

ადრიანო ჩელენტანო - დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს,ქალაქ მილანში,იტალია.შესანიშნავი იტალიელი მსახიობი,მომღერალი და კომპოზიტორი.მშობლები წარმოშვებით ფოჯადან გახლდნენ,კერძოდ აპულიადან.თუმცა დასაქმების გამო,იძულებული გახდნენ იტალიის ჩრდილოეთის გადასახლებულიყვნენ.იგი ოჯახში მეხუთე შვილი იყო.ადრიანომ ბავშვობა მილანში გაატარა,რასაც შემდეგ სიმღერაც მიუძღვნა,რომელიც სასკოლო პროგრამაშიც კი შეიტანეს.თორმეტი წლის იყო როდესაც სწავლასთან ერთად მუშაობაც დაიწყო,საათების შეკეთების სახელოსნოში და ამ პერიოდიდან გაიტაცა მუსიკამ,ძირითადად როკ ენ როლმა,როგორც ბევრი ადამიანი იმ პერიოდისათვის.სულ მალე კი თავად შექმნა როკ ჯგუფი - Rock Boys.1957 წელს კი მისმა ჯგუფმა პირველად მიიღო მონაწილეობა როკ ენ როლის პირველ იტალიურ ფესტივალში,სადაც დიდი წარმატება ხვდათ წილად.1960 წელს კი ადრიანო ჯარში მიდის,საიდანაც თავად სპეციალური დასტური დასჭირდა თავად იტალიის თავდაცვის მინისტრის ჯულიო ანდრეოტისაგან რომ 1961 წელს მონაწილეობა მიღებო ერთ-ერთ უდიდეს იტალიურ კონკურსში სან-რემოში.ამ შესანიშნავ კონკურსში მან მეორე ადგილი დაიკავა,თუმცა მისი პოპულარობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახლდა.ხუთი წლის შემდეგ 1966 წელს მან კვლავ მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალში,თუმცა კვლავ ვერ გაიმარჯვა.პირველი მუსიკალური ალბომი 1968 წელს გამოსცა,სიმღერა - Azzurro კი ჰიტად იქცა.მისი არა მარტო მუსიკალური არამედ სამსახიობო ნიჭიც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და 1959 წლიდან იგი მიიწვიეს კომედიური ჟანრის როლებში.გადაიღეს ორმოცამდე ფილმში - ბლეფი,ტუზი,ემიგრანტი და სხვა ფილმებში.ამან ადრიანო კიდევ უფრო შეაყვარა არა მარტო მუსიკის მოყვარულთ არამედ,კინომოყვარულთაც.მისმა შესრულებულმა კინო გმირებმა,დაუვიწყარი სიმპათიით განაწყო მაყურებელი მის მიმართ.ადრიანო ჩელენტანო დაქორწინებულია კლაუდია მორზე და ჰყავთ სამი შვილი - როზიტა ჯაკომო და როზალინა ჩელენტანოები.როზალინამ კი მონაწილეობა მიიღო,მელ გიბსონის ფილმში - ქრისტეს ვნებანი,სადაც სატანა განასახიერა.მისი მუსიკალური დისკოგრაფია მოიცავს ორმოცამდე ალბომს და იგი არა მარტო იტალიელი არამედ უამრავი უცხოელი კინო გურმანისა და მუსიკის მოყვარულთა უსაყვარლეს მომღერლათა და მსახიობად ითვლება.


კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 311 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013