აკაკი ხოშტარია (1873–1932)/A. Khoshtaria (1873-1932) - 22 სექტემბერში 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:11 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » აკაკი ხოშტარია (1873–1932)/A. Khoshtaria (1873-1932)
7:33 PM
აკაკი ხოშტარია (1873–1932)/A. Khoshtaria (1873-1932)


ქართველი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი.

ხოშტარიამ დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო–სამეურნეო აკადემია. მისი სამოქმედო ასპარეზი უმთავრესად სპარსეთი იყო. პირველ მსოფლიო ომამდე მან ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ფირმა „რუპენტო"–ს, ყველაზე დიდსა და ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციას, რაც კი ოდესმე  შეექმნათ ქართველებს. აღსანიშნავია, რომ ფირმა „რუპენტო" და თურქულ–სპარსული „ხოშტარიას ბანკი"  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს.

თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვ.

1918 წელს ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ–მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. სწორედ ამ სახლში განთავსდა შემდგომში მწერალთა სასახლე.

ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თბილისში ახლადშექმნილ ,,საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას" ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა; 1920 წელს მანვე შეიძინა  საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი  და საქართველოს გადასცა საჩუქრად; მისი ხარჯით საზღვარგარეთ განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. ხოშტარიამ საკუთარი სახსრებით დააფინანსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი რიგი ღონისძიებები.///The public figure and philanthropist.

Khoshtaria graduated from St. Petersburg Agricultural - Agricultural Academy. Arena for its action was mainly in Persia. In the first world war, he established a large industrial companies and trading operations led to Baku in the Caucasus and Iran. He founded and headed the firm "rupento" - the most vast and financially strong organization, the people I have ever encountered. It should be noted that the firm "rupento" and Turkish - Persian "Khoshtaria Bank," the world's leading countries in conducting financial combinations.

In A. Khoshtaria belonged to a mechanical plant, soap factory, agricultural tools factory, and others.

Khoshtaria Tbilisi in 1918 at the request of the public auction, purchased the well-known public figure and mretsvelisa David Sarajishvili House, who immigrated to the left, in front of other real estate - immovable property, together with the Georgian people have a gift. The house was placed on the writers of the palace.

Khoshtaria active charitable and social activities, in the newly created, historical and ethnographic society "from Baku to 8 thousand rubles sent, in 1920 he purchased abroad, 4 of the vessel and of the gift, the expense of education received a lot of talented Georgian students, many of which are hereinafter referred to as become a scientist. Khoshtaria own money to finance the Democratic Republic of the number of activities.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 772 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2  
ბაბუ მიყვარხარ ყველაზე მეტად

1  
miyvars misi shemoqmedeba !!!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013