ამაზასპი - იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში. - 16 თებერვალში 2013 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:14 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » ამაზასპი - იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში.
11:53 PM
ამაზასპი - იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში.
ამაზასპი - იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში. ფარსმან IV-ის ძე. მისი მეფობის დასაწყისში გაძლიერებულმა ლაზიკის სამეფომ (დას. საქართველო) იბერიას წაართვა კლარჯეთი და ოძრხე. 243 წელს ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით. ამ პერიოდში სულ უფრო და უფრო ძლიერდება სასანიდური სპარსეთი - 253 წელს შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე გაამეფა. სულ მალე კი ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში მან თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს, ირანის ტახტის მემკვიდრეს ჰორმიზდ-არდაშირს. ასეთი სიტუაცია დიდ ხანს არ გაგრძელებული 265 წელს ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია რევ მართალის სახელით.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 200 | დაამატა: datodato9349 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013