ამე-ნო უძუმე,სიტყვა სიტყვით ნიშნავს დიდ დამთანხმებელს. - 12 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:03 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » ამე-ნო უძუმე,სიტყვა სიტყვით ნიშნავს დიდ დამთანხმებელს.
2:51 PM
ამე-ნო უძუმე,სიტყვა სიტყვით ნიშნავს დიდ დამთანხმებელს.
ამე-ნო უძუმე,სიტყვა სიტყვით ნიშნავს დიდ დამთანხმებელს.იაპონური მითოლოგიით განთიადის,ბედნიერებისა და სიხარულის ქალღმერთი.ამატერასუს ძმამ, ქარიშხლის ღმერთმა სუსანოომ  შებღალა მისი წმინდა შენობები და მოკლა ერთ-ერთი ქალწული,რადგან მის ნდობაზე უარი თქვა. ამატერასუს მისი რისხვის იმდენად შეეშინდა, რომ გამოქვაბულ ამე-ნო-ივატოში დაიმალა. სამყარო  უმზისშუქოდ  ჩაბნელდა. ონები გამოვიდნენ ბნელ სამყაროში, ღმერთებს არ შეეძლოთ ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოყვანა.ჭკვიანმა უძუმემ აიღო პატარა ნავი,გამოქვაბულის შესასვლელთან ამოაყირავა და მასზე დაიწყო ცეკვა. სხვა კამებიც უყურებდნენ და იფიქრეს, იმდენად სასაცილო იყო, რომ მხიარულად სიცილი დაიწყეს. ამატერასუმ გაიგო ხმები და გარეთ გამოიხედა სანახავად, თუ რატომ იცინოდნენ. როდესაც გამოქვაბული გააღო, უძუმეს მიერ ხეზე დადებულ სარკეში მისი მშვენიერი ანარეკლი დაინახა და ნელა გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს, კამი ამე-ნო-ტაჯიკარავომ  მის უკან გამოქვაბული დაკეტა და ამატერასუს უკან შესვლა აღარ შეეძლო. სხვა კამიმ შესასვლელს ჯადოსნური თოკი შემოავლო. ამე-ნო-კოანემ  მზის ქალღმერთს თხოვა სხვა კამებს გაყოლოდა. ისიც დათანხმდა და დედამიწაზე კვლავ დაბრუნდა სინათლე.ამე-ნო უძუმეს კულტს იაპონიაში დღესაც თაყვანს მიაგებენ.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 228 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013