ანტონ II (1764-1827 წლები) - 6 იანვარს 2013 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:04 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ანტონ II (1764-1827 წლები)
10:08 PM
ანტონ II (1764-1827 წლები)

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ვაჟიშვილი - ანტონ II (1764-1827 წლები),ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით 2011 წლის 11 ივლისს წმინდანად შერაცხა "მრავალვნებული ანტონ II"-ის სახელით.წმინდა სინოდისვე გადაწყვეტილებით დაიწერა წმინდა მრავალვნებული ანტონ II-ის ხატი და შეიქმნება წმინდანისადმი მიძღვნილი სავედრებელი ტროპარი.ანტონ II მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საქართველოს თავდადებული მამულიშვილი გახლდათ.ანტონმა ანდერძად დატოვა,რომ მისი "გადაღლილი სხეული" მშობლიური მიწისათვის მიებარებინათ (იგი რუსეთში გარდაიცვალა),როდესაც აღნიშნული ანდერძის შესახებ იმჟამინდელ საქართველოს მთავარმართებელს - ივანე თევდორეს ძე პასკევიჩს მოახსენეს,მან იგი უყურადღებოდ დატოვა და ქედმაღლურად განაცხადა: "სამშობლოს საზღვრებთან ახლოსაც კი არ გაბედოს განსვენებაო".
ანტონ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 1865 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიალური უწყება წერდა:
"ასე ცხოვრობდა და ასე მოკვდა ეს ქრისტეს მწყემსთავარი,ბიბლიური მეფეების შთამომავალი,პირდაპირი შტო უძველესი ქართული დინასტიისა.ბედი მისი იყო უკუღმართი: საყვარელი შვილი მეფე ერეკლესი,აღზრდილი ფუფუნებაში,აღმოსავლეთის შესანიშნავ ბუნებაში,უხვად დაჯილდოვებული პირადი თვისებებით.მან ადრეული ასაკიდან არაფრად ჩააგდო ამქვეყნიური ამაოება და მიუძღვნა თავისი თავი ღმერთს,სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მორჩილება და უანგარობა.ბედმა გაწირა იგი,დაემთავრებინა თავისი რიგი ქართველი კათალიკოსებისა და გარდაცვლილიყო შორს თავისი სამშობლოდან,შორს იმისაგან,რაც მისთვის ძვირფასი იყო"
კატეგორია: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია | ნანახია: 303 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013