არაქნე - 20 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:11 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 20 » არაქნე
10:47 PM
არაქნე
არაქნე - ბერძნული მითოლოგიით წარმოადგენს ლიდიელ გოგონას,რომელმაც გაბედა და ათენას საფეოქრო საქმეში შეეჯიბრა.ამიტომ განრისხებულმა ღმერთმა იგი დასაჯა და ობობად გადააქცია.ოვიდიუსმა თავის მეტამორფოზებში ეს მითი  ვრცლად გადმოგვცა.. იქ მოთხრობილია, რომ არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. მან, გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა  გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი  და გამოსახა თავისი დავა პოსეიდონთან ატიკაზე  ბატონობისთვის. ამ დავას ესწრებოდა  ოლიმპოს  თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯული  ზევსი გახლდათ. პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა  წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას ზეთისხილის  ხე ამოსულა.ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის. ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის, საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი ამოქარგა.არაქნემ კი თავის ნამუსევარზე ღმერთების ღმერთების ცხოვრება ასახა. არაქნეს ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდებოდა ათენას ნახელავს,თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. რის გამოც ათენა განრისხდა და მისი ნახელავი დახია. მან ეს შეურაწყოფა ვერ აიტანა და თავი ს ჩამოხრჩობა სცადა. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას.ამიტომ ათენამ იგი ობობად აქცია.ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა.


კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 379 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013