აზო (არიან-ქართლის მეფის ძე) - 25 იანვარს 2013 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » აზო (არიან-ქართლის მეფის ძე)
3:44 PM
აზო (არიან-ქართლის მეფის ძე)

კიმერიელების და სკვითების გამანადგურებელმა შემოსევებმა შეაფერხა ქართული ტომების შემდგომი განვითარება. თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო. ხელახალი აღმავლობა დაკავშირებულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილი ქართული ტომის კოლხეთის სახელთან. კოლხეთის შესახებ საინტერესო თხზულებები მოიპოვება ძველბერძენი ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზულებებში. ჰეროდოტე კოლხებს მიდიელების და სპარსელების გვერდით მოიხსენიებს, რაც ქართული ტომის სიძლიერეზე მიუთითებს.

კოლხეთი როგორც ჩანს ეწოდებოდა ტერიტორიას, პიტიუნტიდან (ბიჭვინთა) აფსარომდე (ქალაქი მდინარე ჭოროხის შესართავთან) და აღმოსავლეთით სარაპანისამდე (შორაპანი). კოლხეთში სხვა ტომებიც სახლობდნენ, მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა კოლხებს ეკავათ. ძველი წელთაღრიცხვის VI-IV საუკუნეებში კოლხეთი კარგად განვითარებული ქვეყანაა. ძალიან მაღალ დონეს მიაღწია რკინის მეტალურგიამ. რკინის გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდად განვითარებული იყო მარცვლეულის მოყვანა. მრავლადაა აღმოჩენილი ქვევრები, რაც მიუთითებს მევენახეობა-მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითრების უაღრესად მაღალ საფეხურზე იყო ოქრომჭედლობა.

კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა საბერძნეთთან. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაციის პერიოდი. ბერძნული ახალშენების (კოლონიების) დაარსებას, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. კოლხეთი ისეთივე დამოუკიდებლი იყო როგორც მეტროპოლიები. მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობა, ჭრიდნენ ფულს. შავ ზღვაზე ბერძნების კოლონიზაცია VII-VI საუკუნეებში იწყება. პირველობა მცირე აზიის ქალაქებს შორის მილეთს ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოს კოლონიებიდან აღსანიშნავია პიტიუნტი (ბიჭვინთა) დიოსკურია (სოხუმი) გიენოსი (ოჩამჩირე), ფაზისი (ფოთი), ქობულეთ-ფიჭვინია (ქობულეთ). ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფაზისი. მის დაწინაურებას ხელს უწყობდა ის დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამუდარიას, კასპიის ზღვის და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფაზისით (რიონი) შავ ზღვამდე, აქედან კი ბერძნულ სამყაროსკენ მიემართებოდა. ამ პერიოდში ფაზში გაჩნდა ვერცხლის მომპოვებელი საბადოები. ბერძნული ახალშენები აღმოცენდა იმ ტერიტორიებზე სადაც ადრე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისგან დასახლებული პუნქტები. კოლხური მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობა რომ შერეული იყო, ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. ამიტომ დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც ჩრდილოეთში. აღმოსავლეთის კოლონიებმა ბერძნებს ვერ მოუპოვა კოლხებზე გავლენა.

კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ: მარცვლეული, ხე ტყე, ლითონი, გაჰყავდათ მონები. ბერძნებს კოლონიებში შემოჰქონდათ: კერამიკული ნაწარმი, სამკაული, ზეთი, ღვინო. ღვინო ბერძნებს ალბათ თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და აქ მის სავაჭროდ შემოტანა ნაკლებადაა სავარაუდო.

ბერძნული კულტურა დიდ გავლენას ახდენდა კოლხურ კულტურაზე და სოციალ ეკონომიურ ცხოვრებაზე. მათი საშუალებით კოლხეთი უშუალოდ უკავშირდებოდა ბერძნულ სამყაროს, რომელიც ამ პერიოდში მოწინავე იყო მთელს მსოფლიოში. კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთანაც, ყირიმში აღმოჩენილია კოლხური თეთრი. აგრეთვე ურთიერთობები ჰქონდა სამხრეთ შავიზღვისპირეთთან და ისეთ შორეულ ქვეყნებთან, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე.

კოლხეთში არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაარსებული ქალაქები. ამას ცხადყოფს არქეოლოგიური გათხრები საირხეში, ვანში და დაბლაგომში, სადაც ნაპოვნია ძველი ქალაქის ნაშთები. საინტერსოა IV საუკუნის ისტორიკოსის ცნობა, რომ მდინარე ფაზისის ზევით აყოლებაზე 180 სტადიონის მანძილზე, დიდი ბარბაროსული ქალაქია საიდანაც იყო მედეა. ეს ქალაქი დღეისთვის მიკვლეული არ არის მაგრამ მისი მოხსენიება ბარბაროსულ ქალაქად იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ეს ქალაქი მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა.

კოლხეთის მაღალგანვითარებაზე მიუთითებს ადგილობრივი ფულის არსებობა. ძველი წელთარიცხვის VI-III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა ფული რომელიც, კოლხური თეთრის სახელითაა ცნობილი. კოლხური თეთრი აღმოჩენილია (ტრაპიზონში, ყირიმში, შუა აზიაში - ფერგანის ველზე), რაც იმას მიუთითებს რომ ის ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო ვაჭრობაში.

კოლხელებს ურთიერთობები ჰქონდა სპარსელებთან. აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო მრაველი სახელმწიფო, მათ შორის ქართული ტომებისგან დასახლებული ტერიტორიებიც. კოლხეთი აქემენიანთა იმპერიაში არ შედიოდა მაგრამ კოლხეთი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთში აგზავნიდა 100 ბიჭს და 100 გოგოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში არსებულ ქართულ ტომებზე. დაცულია საინტერესო ცნობები ქსენოფორტისთან. ქსენოფორტის ნათქვამს დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ის ყველაფრის თვითმხილველია რასაც ამბობს. ის წერს რომ კოლხეთში მეფობდა აიეტის შთამომავლობა.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 186 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013