ბაკურ II (ქრისტიანი მეფეები) - 4 მარტში 2013 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » ბაკურ II (ქრისტიანი მეფეები)
1:03 PM
ბაკურ II (ქრისტიანი მეფეები)


ბაკურ II, მატიანეს „მოქცევაჲ ქართლისაჲ" ცნობით, ქართლის 28-ე მეფე, მეფე მირიანის ძის რევის შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. „ქართლის ცხოვრებაში" ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „ქართლის ცხოვრების" მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევრალ ბიზანტიაში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია კავკასიელთა უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა სომხებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და თრდატ სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება ჯავახეთში და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ სპარსეთისა და ბიზანტიის მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი") დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად". როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ", ისე „ქართლის ცხოვრება" ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 255 | დაამატა: datodato9349 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013