ბაკურ III, (ქრისტიანი მეფეები) - 4 მარტში 2013 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:04 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » ბაკურ III, (ქრისტიანი მეფეები)
1:13 PM
ბაკურ III, (ქრისტიანი მეფეები)


ბაკურ III, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, ქართლის 31-ე მეფე (IV საუკუნის 80–90–იანი წწ.), ძე თრდატ მეფისა. „ქართლის ცხოვრების" მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბაკურ III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტიის საეკლესიო ისტორიკოსი იოანე რუფინუსი (V საუკუნე) „პეტრე იბერის ცხოვრებაში", როგორც პეტრეს პაპას დედის მხრივ. დასახელებული წყაროების ურთიერთშეპირისპირებით, ბაკურ III მეფობდა ძირითადად 510-იან წლებში. ზემოხსენებული სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბაკურ III-ს აიგივებს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბაკურ III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბაკურ III ამის გამო ირანის ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ" მას მიაწერს ბოლნისის სიონის აშენებას და არმაზის ციხის განახლებას.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 269 | დაამატა: datodato9349 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013