ბაკურ V, მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, ქართლის 41-ე მეფე, რომელმაც ტახტი დაიკავა ფარსმანის შემდგომ. ამავე წყაროს ცნობით, მისი სიკვდილით "დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ". "ქართლის ცხოვრების"
მეფეთა სიაში ბაკურ V-ს, ფარსმან მეფის ძეს, 38-ე ადგილი უჭირავს. მისი
სიკვდილის შემდგომ მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა ვერ შეძლეს მეფობის
შენარჩუნება და ქართლში სპარსელები გაბატონდნენ. მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი განაგებს.