"ბენინი" - 29 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:05 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » "ბენინი"
10:04 PM
"ბენინი"


"ბენინი" - ოფიციალური სახელწოდება "ბენინის რესპუბლიკა",ქვეყანა რომელიც 1975 წლამდე "დაჰომეად იწოდებოდა",მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში.საზღვაო გასასვლელი აქვს გვინეის ყურეში.ჩრდილოეთით ესაზღვრება ბურკინა-ფასო და ნიგერი,აღმოსავლეთით ნიგერია,დასავლეთით კი ტოგო.ბენინის დედაქალაქი პორტო-ნოვოა,სადაც 223,552 მოსახლე ცხოვრობს.თუმცა ქვეყნის სამთავრობო უწყებები უდიდესს ქალაქ კოტონუშია განლაგებული.მოსახლეობის რაოდენობა 8,935,000-ია,რაც ამ ქვეყანას მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში 89-ე ადგილზე აყენებს.სრული ფართობი ქვეყნისა 112,622 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს,რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში 101-ე ადგილს უმკვიდრებს.ბენინის ვალუტა - "ბენინური ფრანკია".იგი წარმოადგენს ინტერნაციონალურ ქვეყანას, სადაც სამოცამდე სხვა და სხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი ცხოვრობს.ოფიციალური სასაუბრო ენა ფრანგულია,თუმცა არის სხვა და სხვა ჯგუფის ადგილობრივი ენებიც.რელიგიის მხრივ მოსახლეობის 43% ქრისტიანია,25% მუსულმანია,17% ვუდუს მიმდევარი და 15% კი სხვა რელიგიური კონცეპსიის მიმდევრები არიან.ბენინში სუბეკვატორული კლიმატია და იგი ორ სეზონად იყოფა - "მშრალ და წვიმიანად".ქვეყნის მთავარი მდინარეებია: ვემე და მონო,ისინი ორივე გამოიყენება სანაოსნოდ.ქვეყანა მდიდარია "ფლორითა და ფაუნით",არის ულამაზესი  სავანებიც.ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად,რომლებიც თავის მხრივ 
შედგებიან 77 კომუნისაგან.იგი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.პრეზიდენტი მთავრობის მეთაურია.საკანონმდებლო ორგანო პარლამენტია.ქვეყანაში მოქმედებს 1990 წელს მიღებული კონსტიტუცია.ბენინში განვითარებულია სოფლის მეურნეობის დარგები.დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ბენინი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული,თუმცა 1960 წლის 1 აგვისტოს ბენინმა - "დამოჰეას რესპუბლიკის" სახელით მოიპოვა დამოუკიდებლობა.დღესდღეობით ბენინი გახლავთ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.

ბენინის ეროვნული გერბი
 

ბენინის დედაქალაქი - პორტო ნოვო

კატეგორია: მსოფლიო გეოგრაფია | ნანახია: 311 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013