ბეთანია/Bethany - 25 აგვისტოში 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:14 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ბეთანია/Bethany
4:16 PM
ბეთანია/Bethany


ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 17 კმ-ზე, მდინარე ვერეს ტყით დაბურულ ხეობაში.
დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე.  
მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე.

 
 ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი.
სამხრეთ კედელზე კი ყოფილი დიდებული სუმბატ ორბელი- რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ბერად აღკვეცილმა სწორედ ბეთანიაში გაატარა. ტაძრის წარწერებშივეა შემონახული მისი მომხატვე;ლების-სოფრომისა და დემეტრეს სახელებიც.

 
მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.


მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგრეთვე დღეისათვის არ არსებული კოშკის ან სამრეკლოს ფართო თაღოვანი გასასვლელი.

 
მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საულუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიზე.

  
ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველსა თუ ტურისტს....

კატეგორია: ისტორიული ძეგლები | ნანახია: 678 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013