ბრიგამ იანგი 1801-1877 წლები - 4 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » ბრიგამ იანგი 1801-1877 წლები
0:44 AM
ბრიგამ იანგი 1801-1877 წლები
ბრიგამ იანგი 1801-1877 წლები,ამერიკელი რელიგიური მოღვაწე,რომელიც გახლდა მეორე პრეზიდენტი ამერიკული ეკლესიის - უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიისა 1844-1877 წლებში.დაიბადა ვერმონტის შტატში,ამერიკა.მისი ოჯახი მრავალშვილიანი იყო,მას ათი დედმამიშვილი ჰყავდა,რის გამოც იგი სიღარიბეში გაიზარდა.თოთხმეტი წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა,რამაც მას სამსახურის ძებნისაკენ უბიძგა,რადგან ისედაც ღარიბ ოჯახს,დედის სიკვდილმა კიდევ უფრო მეტი გაჭირვება მოუტანა.ის მუშაობდა მღებავად და მჭედლად თექვსმეტი წლის ასაკში.მან წაიკითხა წიგნი მორმონებზე რამაც მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.1832 წელს თავად შეუერთდა მორმონებს და გახდა მისიონერი.1833 წელს მას მეუღლე გარდაეცვალა.რამაც იგი კიდევ უფრო დათრგუნა.1835 წელს იგი ხდება პირველი წევრი თორმეტი მოციქულიდან,მათი რელიგიური სისტემისა.1840 წელს იგი მისიონერად გაემგზავრა ინგლისში.აღსანიშნავია რომ მას ღრმად სწამდა თავისი ახალი რელიგია.1844 წელს როდესაც მოკლეს ამ რელიგიის პირველი პრეზიდენტი,მან დაარწმუნა ამ რელიგიის მიმდევრები რომ სათავეში უნდა მოსულიყო ერთ-ერთი თორმეტ მოციქულთაგანი.1846-47 წლებში თავად ხდება მეორე პრეზიდენტი ამ მიმდინარეობისა.იგი ასევე 1850-დან 1857 წლამდე იუტას შტატის გუბერნატორის მოვალეობასაც ასრულებდა.რომელსაც მან დეზერეტის შტატი უწოდა.მან მისი მისი რელიგიის მიმდევრები შემოიკრიბა არა მარტო ამერიკიდან,არამედ ევროპიდანაც კი ამ შტატში თავისი რელიგიის განვრცობა დაიწყო,ამასთან მორმონებმა დამოუკიდებლობის მოპოვებაც მოინდომეს რასაც,ფედერალური ძალების შესვლა მოჰყვა იუტაში.ამის გამო მან მოინდომა სოლტ-ლეიკ-სიტის გადაწვა,რომელიც თავად დააარსა.რაც ვერ მოახერხა და გაიქცა მექსიკაში.მისმა მართველობამ სამოქალაქო ომი გამოიწვია,რასაც უამრავი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.იგი სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობდა ამ რელიგიურ მიმდინარეობას და მორმონების ლიდერადაც ამ დრომდე დარჩა.მას 55 ცოლი და 57 შვილი ჰყავდა.იგი გარდაიცვალა 1877 წლის 29 აგვისტოს.მასზე არტურ კონან დოილი წერდა რომ - ბრიგამ იანგი იყო,დაუნდობელი და ძალაუფლების მოყვარული კაცი,რომელსაც მთელი მოსახლეობა ტერორში ჰყავდა.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 240 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013