ბულატ ოკუჯავა - "ლოცვა" - 26 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:02 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ბულატ ოკუჯავა - "ლოცვა"
6:56 PM
ბულატ ოკუჯავა - "ლოცვა"
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუქი გვფარავს,
ღმერთო,ყველას ის უბოძე
რაც სურს,მაგრამ არ აქვს.
ბრძენს - სიბრძნე და შთაგონება,
შიშით დამფრთხალს - ცხენი,
ღარიბს - ფული... 
არ ინებო 
დავიწყებაც ჩემი.
ღმერთო,სანამ ამ ქვეყანას
მართავს შენი ნება,
ვინცა გთხოვოს,ის დაატკბოს
ხელმწიფობის სნებამ.
ძმისმკვლელ კაენს სინანულის
უწყალობე ცრემლი,
დაღლილს - სიმხნე...
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
შენის ყოვლისშემძლეობის
მწამს და ვსწვდები არსსაც,
მწამს,როგორც სწამს მკვდარ მეომარს,
სამოთხეში შთასვლა.
მწამს,როგორც სწამს ყურს კაცისას
შენი ტკბილი სიტყვის,
მწამს,როგორც გვწამს იმ საქმისა,
რაც არა გვწამს თითქმის.
ჰე,უფალო,ღმერთო ჩემო,
მოწყალეო მარად,
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუწი გვფარავს,
ყველას უძღვენ თუნდ მცირედი
ღვთაებრივი ძღვენი
ყველას უძღვენ...
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 305 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013