დავით აღმაშენებელი - გალობანი სინანულისანი - 21 ივნისში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:02 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » დავით აღმაშენებელი - გალობანი სინანულისანი
12:35 PM
დავით აღმაშენებელი - გალობანი სინანულისანი


გალობა პირველი

რომლისაცა წინაშე
ქედდრეკილ არს ყოველი,
მუხლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა ხმობს აღსარებასა,
მეცა,სიტყვაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

ხატსა თვისსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ არსთა სიტყვებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.

ბუნებნითნი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიხუიმენ,
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე
ბოროტი,
ხოლო ხილულთამიერსა გემოვნებასა
ვრცელად განუხვენ გრძნობანი.

ქალწულო,ბრალეულთა
თავსმდებო,რომელმან სიტყვაჲ
განაზრქე ხორცითა და კარვითა მიწისაჲთა,
სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცვე,
რაჲთა მონანული ვრდე შენ!

გალობა მესამე

ბუნებისთა რაჲ პორფირსა
თვითმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ,ხოლო მე ვნებათა ბილწთა
მონებად მივჰყიდე თავი,
რამეთუ "რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ,მისდაცა დამონებულ არნ."

კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ,
ხუთქალაქელთა შეგინებისა მწვირე
უფროჲსად ვამრავალწილე,
ვითარცა რაუ აღმართ მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.

მეგვიპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთ ჩვეულებანი
მსხვერპლვაჲ ნაგებთაჲ,ზმნაჲ და სახრავაჲ,
კოწოლი თმათაჲ და სხვანი,რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა მსგავსებაჲ,
უწარმედებესად მოვიგენ
თვით მათ პირმშოთა სახეთასაცა.

ამისთვის იყო ქალწული
და ხორცქმნაჲ სიტყვისაჲ
რაჲთა დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვდნენ ცოდვილნი,რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღვარაჲ.

გალობა მეოთხე

ისრაელისა მეფეთა
ვჰბაძვდ,გარნა უსჯულოთა,
და რავდენ მეძლო,ვსცთებოდე მაღალთა ზედა
კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ
და ძალთა ცისათა თაყვანისცემისა.

ზენაჲსა მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ,სუე და ბედი,და შობის დღე
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან,ვიჩქურენ.

ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაგან შექმნულთა მიმართ
ცვალებაჲთაყვანისცემისაჲ სრულყავ,რაჟამს
თოთოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.

ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ იქნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩვენნი,
და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან,
რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ
ქალწული დედაჲ.

გალობა მეხუთე

სჯულნი დავთრგუნენ
წიგნისანი და ახალი ბუნებითურთ,
და სჯულისა შენისა მოწამე,სჯული
გონებისაჲ,ცოდვისა
და ხორცთა სჯულსა დავამონე.

თითოეულთა 
მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე
მრავალ გვარსა და მრავალ ხატსა,და სხვა-ჟამ
სხვეებრ
ხილულსა და მხსენარსა
ბუნებისაებრ თითოეულსისა.

არა შევძრწუნდი
მანგლისაგან მფრინვალისა,რომელი
შურსა სიკვდილისასა მიხდის,რომელნი ჩემებრ
მიმდემად ცრუდ ფუცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.

ამისთვის სისხლთა
ქალწულებრივთაგან ხორცნი ღმრთისანი,
და ახალი შეზავებაჲ ღმერთი და კაცი,
რაჲთა იოხდეს დედაჲ
ჩემებრ განწირვით უსასოქმნილთა.

გალობა მეექვსე
სოლომონისაჲსა
წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხვათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ,
ვითარცა მცირეთა და უნდოთა,
ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.

ბოროტად გარდავჰხედ
საზღვართა,და შევრთე სახლი სახლსა,
და აგარაკი აგარაკსა,და უუძლურესთა
მივჰხვეჭე ნაწილი მათი
და ვიღვწიდ უმეზობლობასა,
ვითარმცა მარტოჲ ვმკვიდრობ ქვეყანასა ზედა.

მბრძოლ ვექმენ ყოველთა
წესთა შჯულისა შენისათა
და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრდე საწოლსა ჩემსა,
და სახეთა მიერ ბოროტთა
მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
ვითარცა მეფეთა მისთა - ისრაელი.

ამისთვის ქალწული
დედაჲ და შობაჲ ახალი
სიტყვისაჲ,რაჲთა ახალი ხატ ყოფაჲ მეორედ მისცეს
ცოდვით განმრყვნელთა მისთა,
დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა
დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ!

გალობა მეშვიდე

ვეცხლი,ვითარცა
მიწაჲ,და ოქროჲ,ვითარ თიხაჲ უბნისაჲ ვიუნჯენ,
თაყვანის ვეც ანგაჰრებისა მამონას,
ვითარ-იგი ძველთა მათ-
ბაალს და ასტარტეს
და ქამოსს საძაგელსა.

სიტყვაჲ წმიდაჲ და
ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ,ხოლო
მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე,
და შემასმენლთანი
დავიტკბენ ზრახვანი,
და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.

ცრემლი ქვრივთანი
და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე,
არა განუხვედ ნაწლევნი მოქენეთა,
უფროჲსღა შენ,ქრისტე,
რომელი აზრდები
მცირედითა ზრდითა მათითა.

ამისთვის შობაჲ
ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა,
რაჲთა შობილთა კაცთა ცთომასა,
ვითარცა ღმრთისა დედაჲ,
დაჰხსნიდეს ქალწული,
და იოხდეს ცოდვილთა.

გალობა მერვე

ესენი ვცოდენ სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა,
მცემელთა რაჲ ყვრიმლისა მიპყრობასა,
და გლახაკთათვის განშიშვლებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა
შენ,სჯულის მდებელი ჩემი,ჰბრძანებდი
და გულისთქუმითა მიმხედველობასა
განსრუებულად მრუშებად დასდებდი.

დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი
გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ხელნი,
არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა,არცა
უცხო თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
საწვრთელ ვყავ სულისა,გარეშე მისსა,
რომელი მასწავეს ღმრთისმეტყველთა შენთა.

და აწ,მომდრეკელი მუხლთა გულისათაჲ,
ვხმობ,ვითარცა სხვაჲ მანასე:
მილხინე,ჰოჱ,მეუფეო,მილხინე
და ნუ წარწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქვესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან.

საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ,
უხრწნელო
ქალწულო,და გვრწამს,ვითარმედ
პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო
წიაღმოვალს,ღმრთისმეტყველთაებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა
ანიშებ მის მიერ,ვითარცა ცხადჰყოფს
თეატროჲ იგი მორჩობლთა სოფალთაჲ,
სიკეთე ეგვიპტისაჲ,ღირსი მარიამ.

გალობა მეცხრე

ჟამი რაჲ წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაჲ
წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შვებანი უქმ იქმნენ,
ყვავილოვნებაჲ დაჭკნეს,
სხვამან მიიღოს სკიპტრაჲ
სხვასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე,მსაჯულო ჩემო!

გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა სასჯელისასა
და მე ქდდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე,იესუ ჩემო!

ვინაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად
იწყო
ძვალი ძვალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განხმელთა მოჰბერა
სული კვალად შობისაჲ
სრულყოს ღმერთმან ჩემს შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ.

მარტიო,სრულო,სამმზეო,ერთსიკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ,რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლისა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა ძე
გამოგვიბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა.

არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თვინიერ
შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა - ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა,დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
სა ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა.

კატეგორია: საქართველოს საგანძური | ნანახია: 388 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013