"დღეს იყო დიდგორი" ! - 12 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:03 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 12 » "დღეს იყო დიდგორი" !
5:47 PM
"დღეს იყო დიდგორი" !

დღეს 12 აგვისტოა! დღე რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას იმ დროინდელი მსოფლიო მაშტაბით.1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა ჩვენი უდიდესი მეფის "დავით აღმაშენებლის" სარდლობით მუსრი გაავლო ნაჯმ ად-დინ ილღაზის თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვან ლაშქარს.სწორედ დიდგორზე იხილა არა მარტო საქართველომ,არამედ მთელმა მსოფლიომაც იმ ორასი ქართველის სახე,რომელთა თითოეული მათგანი "თითო საქართველოს" წარმოადგენდა და მტრის რიგების გულში თავაწეულებმა,ქართველთა სისხლს მოწყურებულებს,დაუნდობელი სასაკლაო მოუწყვეს.ამ ორასმა ჩვენთვის უცნობმა ქართველმა (გვარ-სახელებით),თორემ ყველაზე ნაცნობმა "საქართველოსთვის" სათავე დაუდო ჩვენი კურთხეული სამშობლოს გაერთიანებას,გაძლიერებას და არა მარტო თავიანთი ვალი,არამედ "მთელი ქართველი ერის" ვალიც მოიხადეს.სწორედ მათ დავითთან,დავითის ვაჟ დემეტრესთან და სხვა იმ ათასობით ქართველთან ერთად მოიპოვეს ესოდენ საოცარი გამარჯვება.ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში უდიდესი როლი ითამაშა იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილმა "ღირსმა" გიორგი ჭყონდიდელმა,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართველთა ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.სწორედ ჭყონდიდელი იღწვოდა დავითთან ერთად ამ დიადი გამარჯვებისათვის,საქართველოს გაბრწყინებისათვის.12 აგვისტო სამარადჟამოდ დაიწერა არა მარტო ქართული ისტორიის ფურცლებზე,არამედ სამარადჟამოდ აღიბეჭდა თითოეული ქართველის გულსა და გონებაში,როგორც "ძლევაი საკვირველი" ! 
კატეგორია: საქართველოს შესახებ | ნანახია: 269 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013