დღევანდელი სტამბული - 18 ივნისში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:09 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივნისი » 18 » დღევანდელი სტამბული
11:07 AM
დღევანდელი სტამბული
დღევანდელი სტამბული,რომლის სახელწოდებაც ამ ქალაქმა მიიღო 1930 წლის 30 მარტს,მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე,ადრეული წლებიდან ცნობილი იყო,როგორც კონსტანტინოპოლი (ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც - ახალი რომი).სადაც რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა დააარსა და საიმპერატორო ტახტი გადაიტანა,შესაბამისად იმპერიის დედაქალაქადაც აქცია 330 წელს.330 წლიდან 395 წლამდე კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქი გახლდა.395-1204 წლებში იგი ბიზანტიის იმპერიის ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი გახლდათ.1204 წლიდან 1261 წლამდე კონსტანტინოპოლი ჯვაროსნების მიერ დაარსებული ლათინთა იმპერიის უმთავრესი ქალაქი გახლდათ.1261 წლიდან 1453 წლამდე კი კვლავ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი არის.1453 წლიდან 1922 წლამდე ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი იყო,მანამდე სანამ ათათურქმა თურქეთის სრული გაერთიანება და ოსმალეთის იმპერიის დემონტაჟი არ მოახდინა.მიუხედავად დედაქალაქის ანკარასი გადატანისა,ძველ კონსტანტინოპოლს (დღევანდელ სტამბულს) თავისი მისია არ დაუკარგავს.იგი უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქია და მისი დანიშნულება დაარსების დღიდანვე უმნიშვნელოვანესი იყო მსოფლიო ისტორიისათვის.იგი ერთადერთი ქალაქია რომელიც ერთბაშად აზიისა და ევროპის ტერიტორიაზეა განლაგებული.კონსტანტინოპოლში თავისი ისტორიის მანძილზე 10 რომის იმპერატორის,82 ბიზანტიის იმპერატორის და 30 ოსმალეთის სულთნის უმთავრეს რეზიდენციას წარმოადგენდა.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 339 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013