ისტორია გაიგე სამშობლოზე მეტი
პარასკევი, 2014-11-28, 12:23 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები

 საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე,ბევრმა არ იცის,რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა.დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს,ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში,აზნაურის ოჯახში.ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები,თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო,რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.მე-XIX საუკუნის 90-იან წლებში შეაგროვა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოს სიძველეები.რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა,1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდა,გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა.1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება,რომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყო. 
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 203 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-08 | კომენტარები (0)


ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობელმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ,რომელმაც მთელი მისი შეგნებული სიცოცხლე რწმენასა და სამშობლოს სიყვარულის,დაცვის სადარაჯოზე გაატარა.კომუნისტების მიერ ქვეყნის ოკუპაციისა და რწმენის შებღალვის გამო გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ მიმართვაში წერდა:
"კულტურულ კაცობრიობას,გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს მონა ღვთისა ამბროსი,სულიერი მწყემსი და პატრიარქი სრულიად საქართველოსა,ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 233 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-08 | კომენტარები (0)


"ღირსი" გიორგი ჭყონდიდელი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი და მას მისი უდიდესი დამსახურების გამო,როგორც საერო,ასევე საეკლესიო ცხოვრების გამო "ღირსი" უწოდა.დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში,არის ვარაუდი,რომ გიორგი სამეგრელოს მთავართა გვარის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.საქართველოს ისტორიაში გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს განსაკუთრებული ადგილი უკავია.ძნელია ვისაუბროთ დავით IV აღმაშენებლის ეპოქაზე,ამ დროს განხორციელებულ სახელმწიფოებრივ რეფორმებზე,საქართველოს გაერთიანებაზე,რომ გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლი სათანადოდ არ აღინიშნოს.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 178 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-08 | კომენტარები (0)

"კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს",ამ ურყევი პრინციპით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა,სამშობლოსათვის თავდადებულმა და ღირსეულმა რაინდმა - დიმიტრი ყიფიანმა (1814-1887 წლები).მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ არა ერთ განსაცდელსა და დევნა,გადასახლებას გაუძლო,თუმცა ერთხელაც არ დაუკვნესია ამ განსაცდელების გამო.პირიქით ის უფრო აქტიურად მუშაობდა ყოველივე ქართულის საკეთილდღეოდ,იგი წერდა: "თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება,პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის".
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 258 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-08 | კომენტარები (0)


მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, პირველი ვეზირი დავით აღმაშენებლის სამეფო კარზე. დავითის მეფედ კურთხევის შემდეგ მისი პირველი მრჩველი და მესაიდუმლე სწორედ გიორგი ჭყონდიდელი იყო. ჯერ კიდევ დავითის გამეფებამდე ის იყო უფლისწულის ერთ-ერთი მასწავლებელი. დავითის ისტორიკოსი ასე ახასიათებს მას: "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა და სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა... სვიანი და ფრთხილი". 

რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრებაზე გატარებული ღონისძიებების შემდეგ საჭირო გახდა გადამჭრელი ზომების მიღება, რათა ეკლესია საბოლოოდ დამორჩილეობდა მეფის ხელისუფლებას. ამისათვის კი აუცილებელი იყო ყველაზე გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანა ან რომელიმე უხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობა. ამიტომ აღმაშენებელმა თანამდებობები: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი გააერთიანა. მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი, ამავე დროს, საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის - ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა. ამ ტიტულის პირველი მფლობელი გახდა გიორგი ბერი - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ყველაზე აქტიური მონაწილე. 

შემდგომ დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა აფხაზეთში და ალავერდის კახეთში. 

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველოს სამეფოს მუდმივი ლაშქრის შექმნის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტილების მიზნით, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს თან ახლდა ოსეთსა და ყივჩაღეთში. "ხელმწიფის კარის გარიგება" გვამცნობს, რომ იგი "ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების". ჟამთააღმწერლის დამოწმებით კი, "სამეფოსა და სახლის განგებაც" მისი მოვალეობაა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი "სააჯო კარსაც" ედგა სათავეში და სახელმწიფოში მართლმსაჯულებას განაგებდა. 
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 162 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-05 | კომენტარები (0)


დიდი ქართველი მწერალი,დრამატურგი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი (1927-1990 წლები),არა მარტო მისი შემოქმედებით გამორჩეული ხელოვანი იყო,არამედ უდიდესი მოყვარული გახლდათ ქვეყნისა და სამშობლოსათვის თავდადებული გმირებისა.ის მაგალითი,რომელსაც შემოგთავაზებთ სამაგალითოა თითოეული ქართველისათვის:
"ოთხმოც წელიწადზე მეტ ხანს,დიდი ქართველი მეცნიერი და სამშობლოსათვის თავდადებული გმირი - მიხეილ თამარაშვილის (1858-1911 წლები) ნეშტი უცხო მიწაზე,იტალიაში განისვენებდა.იქაური წესის მიხედვით,თუ გარკვეული ხნის შემდეგ მიცვალებულს ჭირისუფალი არ გამოუჩნდებოდა და საფლავის საფასურს არ გადაიხდიდა,საფლავი უქმდებოდა და ნეშთი თავისთავად იკარგებოდა.საბედნიეროდ მიხეილ თამარაშვილს გამოუჩნდა ჭირისუფალი - ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რეზო თაბუკაშვილი.მან იტალიაში დიდ წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ,საქართველოს მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად საიდუმლოდ ჩამოასვენა სამშობლოში დიდი ქართველის ნეშტი.ასევე საიდუმლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინახავდა ნეშტს ხელოვნების მუზეუმში,რათა დაეცვა იგი ავისმქმნელებისაგან.რადგან არავინ არ წყვეტდა მიხეილ თამარაშვილის დაკრძალვის საკითხს,ბატონი რეზო იძულებული გახდა,საზოგადოებისათვის ტელევიზიით ემცნობებინა მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენების ამბავი.სამშობლოს შეწირულს სამშობლოში დაკრძალვის ნებასაც არ აძლევდნენ! ბატონ რეზოს მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით თბილისის საზოგადოებამ შეხვედრა მოუწყო.როცა იგი სცენაზე გამოჩნდა,ხალხი ფეხზე წამოუდგა და მქუხარე ტაში დასცხო.ნეტავ ვის წამოუდგნენ ფეხზე,ან ვის უკრავდნენ ტაშს? ბატონ რეზოს თუ ბატონ მიხეილს? ალბათ ორივეს ერთად!
რეზო თაბუკაშვილმა როგორც იქნა 1978 წლეს მიაბარა მშობლიურ მიწას დიდი ქართველის ნეშტი.იგი დაკრძალულ იქნა თბილისში,დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.დღევანდელ დღეს კი ეს ჭეშმარიტად პატრიოტი ქართველი - რეზო თაბუკაშვილი (ჭირისუფალი მიხეილ თამარაშვილისა),იქვე განისვენებს სადაც მიხეილ თამარაშვილია დაკრძალული".
უფალმა გაანათლოს მათი სულები და გვიმრავლოს ასეთი დიდი ქართველები.სანამ საქართველოში თუნდაც ერთი ქართველი იქნება ანლოგიურად შეყვერებული სამშობლოზე,მანამდე ჩვენ ერს გადაშენება არასოდეს ეწერება.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 170 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-08-05 | კომენტარები (0)




გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე დაიბადა 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის რაიონ სოფელ ზედა რგანში. ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). იყო ჟურნალების "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წელს - თავმჯდომარე. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა: "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959)

თარგმნა მიცკევიჩის, ნერუდას, პეტეფის, ემინესკუს, ბოტევის, ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. გრ. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წლის 29 ივლის.დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 119 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-05-11 | კომენტარები (0)



მხატვრული აზროვნებითა და სტილის ორიგინალობით დავით კლდიაშვილს ქართულ ლიტერატურაში საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული ადგილი უკავია.
იგი დაიბადა 1862 წლის 20 აგვისტოს ( 11 სექტემბერს) სოფელ სიმონეთში. ბავშვს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა. შვიდი წლის დავითი ქუთაისის ერთ-ერთ სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო რუსული ენის შესწავლის მიზნით რუსი ექიმის ოჯახში დააბინავეს. 9 წლის დავითი მშობლებმა სამხედრო განათლების მისაღებად კიევის სამხედრო გიმნაზიაში შეიყვანეს. კიევში ყოფნისას იგი დაუახლოვდა   და მათი დახმარებით დავიწყებული მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო.

კიევის სამხედრო გიმნაზია დავითმა 1880 წელს წარჩინებით დაამთავრა. სწავლის გასაგრძელებლად იგი მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ სასწავლებლის კურსდამთავრებული სამშობლოში ბრუნდება და სამსახურს იწყებს ბათუმში, თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად. ბათუმში ჩასვლისთანავე დავით კლდიაშვილი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. აქტიურად მონაწილეობს ღარიბი ბავშვებისთვის უფასო სკოლის მოწყობაში, მუშათა საკვირაო სკოლებისა და ურთიერთდამხმარე საკრედიტო ამხანაგობის დაარსებაში. 900-იანი წლებიდან მოყოლებული იგი მუშათა კლასის მხარეზე დგას, მონაწილეობს მასობრივ დემონსტრაციებში ( 1905 წ.), ხელს უწყობს მასზე დაქვემდებარებული ჯარის ნაწილში რევოლუციური წრეების ჩამოყალიბებას, საომარი მასალებით რევოლუციონერთა უზრუნველყოფას. მთავრობის საწინააღმდეგო მისი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩა გენერალ გრიაზნოვს და დავითი დაღესტანში გადაასახლეს. რეაქციის მძვინვარების წლებში კი აიძულეს სამხედრო სამსახური დაეტოვებინა. დავითი საცხოვრებლად ქუთაისში გადადის, აქ იგი ერთხანს ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობს, შემდეგ კი შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. ქუთაისში მოღვაწეობისას უახლოვდება აკაკი წერეთელსა და ვაჟა-ფშაველას.


კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 260 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-05-11 | კომენტარები (0)



დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ "ცისკარში" გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა "სანამ ერთად ვართ" დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა. პირველი წიგნი "მზეა, თბილა" 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი ( ქალ-ვაჟი), ექვსი შვილიშვილი.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 103 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-05-11 | კომენტარები (0)



მწერალი და სცენარისტი რეზო ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.

ჰყავს ორი ვაჟი, სამი შვილიშვილი. მეუღლე სოფიო ჩოხელი გარდაიცვალა 1991 წელს. 1997 წლიდან ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, მარინა ვერულაშვილთან ერთად.

სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში" და ახალგაზრდულ ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

1961 წლიდან 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ-ფილმში" რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე"................


კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნახვები: 345 | ავტორი: dato | თარიღი: 2012-05-10 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 6 »
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013

Make a free website with uCoz