პარასკევი, 2017-11-24, 5:47 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » "დომინიკა"
1:50 PM
"დომინიკა"


"დომინიკა" - "დომინიკის თანამეგობრობა" სახელმწიფო კარიბის ზღვაში,მცირე ანტილიის არქიპელაგში,ამავე სახელწოდების კუნძულზე.მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მარტინიკა,ჩრდილო-აღმოსავლეთით კი გვადელუპა.სახელი ამ ქვეყანას ქრისტეფორე კოლუმბმა შეურჩია 1493 წლის 3 ნოემბერს,რომელიც კვირა დღე გახლდათ (კვირა ლათინურად გახლავთ - Dominicus).ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ - როზო (14847 მაცხოვრებელი).დომინიკას საერთო მოსახლეობა შეადგენს 72512 მაცხოვრებელს,რითაც იგი სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში 184-ე ადგილზე ამყოფებს.ხოლო ქვეყნის საერთო ფართობი 754 კვადრატული კილომეტრია,რაც სხვა სახელმწიფოებთან ანალოგიური მაჩვენებლით 172-ე ადგილზე აყენებს.სახელმწიფო ენა ინგლისურია,ასევე გავრცელებულია პატუას ენა (ადგილობრივი კრეოლური ენის დიალექტი).ქვეყნის ვალუტა აღმოსავლეთკარიბული დოლარია.მოსახლეობის 74% ქალაქების მაცხოვრებელია.მოსახლეობის 61,4% კათოლიკეა,6% ადვენტისტები მეშვიდე დღისა (პროტესტანტული ერთ-ერთი მიმდინარეობა),5,6% ორმოცდაათიანელები,4,1% ბაპტისტები და სხვა რელიგიური კონცეფსიის მორწმუნეები.დომინიკა ვულკანური წარმოშვების კუნძულია და მასზე რამდენიმე ვულკანიც არის,მათ შორის ყველაზე დიდია დიაბლოტენი,რომელიც 1447 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს (იგი დომინიკის უმაღლესი წერტილიც გახლავთ).თუმცა მოქმედი ვულკანი დღესდღეობიტ ამ ქვეყანაში არ არსებობს.დომინიკას მოიხსენიებენ,როგორც "ბუნებრივი პირობების კუნძული კარიბის ზღვისა",რადგან მისი ბუნება ულამაზესია და მდიდარია ფლორითა და ფაუნით.იგი ყველაზე ახალგაზრდა კუნძულია მცირე ანტილიის კუნძულთა შორის.ამ ქვეყანაში არის როგორც ტბები,ასევე ტროპიკული ტყეები.სადაც უამრავი ენდემური ჯიშის უნიკალური მცენარეები,ცხოველები და ფრინველებია.სახელმწიფო წყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა,რომელიც ასევე თავად ირჩევს პრეზიდენტს .პარლამენტი შედგება 32 დეპუტატისაგან.ქვეყნის მთავარ წამყვან პარტიებად ითვლებიან - დომინიკის შრომის პარტია,გაერთიანებული მუშათა პარტია და თავისუფალი დომინიკის პარტია.ქვეყნის უმთავრესი დარგი სოფლის მეურნეობაა,რადგან იგი ვულკანური წარმოშვების კუნძულია პლაჟები შესაბამისად ცოტაა,რაც ტურიზმის განვითარებაში ხელს უშლის,ამიტომ აქ ტურიზმი ძალიან ნელა ვითარდება.ექსპორტზე გააქვთ ყავა,ეგზოტიკური ხილი,ალოე,ყვავილები და რაც მთავარი შემოსავლის წყაროა საპონი.1635 წელს საფრანგეთმა დომინიკა საკუთარი მართველობის ქვეშ აიყვანა,ფრანგი მისიონერები ამ კუნძულის პირველი ევროპელი მაცხოვრებლები გახდნენ.შემდგომ საუკუნეებში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა.1978 წელს კი დომინიკამ საერთაშორისო მხარდაჭერით დამოუკიდებლობა მოიპოვა.დღესდღეობით დომინიკა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრულიფლებიანი წევრი ქვეყანაა.

დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული გერბი


დომინიკის დედაქალაქი - როზო

კატეგორია: მსოფლიო გეოგრაფია | ნანახია: 492 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013