"ძველი საბერძნეთის" ისტორიის პერიოდიზაცია - 13 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:53 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 13 » "ძველი საბერძნეთის" ისტორიის პერიოდიზაცია
4:56 PM
"ძველი საბერძნეთის" ისტორიის პერიოდიზაცია

ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია კაცობრიობის ისტორიის პირველი და ამდენად,მეტად მნიშვნელოვანი თავია.არა ერთი საკაცობრიო მნიშვნელობის ფასეულობანია შექმნილი ძველ აღმოსავლეთში.შემდეგი და,შეიძლება ითქვას,არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაცობრიობამ გადადგა ანტიკური საბერძნეთის მეშვეობით,აქ შექმნილ კულტურულ ფასეულობათა გამოისობით.ძველი ბერძნების როლი კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ერთ-ერთმა დიდმა ინგლისელმა სამართლის ისტორიკოსმა და ანთროპოლოგმა - სერ ჰენრი ჯეიმს სომნერ მენმა (1822-1888 წლები) ასე შეაფასა:
"იყო ქვეყნად პატარა ხალხი - პროგრესის პრინციპის შემოქმედი და ეს ხალხი ბერძნებია.ყოველივე,რაც ამ ქვეყნად ვითარდება და მოძრაობს,ბუნების ბრმა ძალების გარდა,თავის სათავეს ძველ საბერძნეთში იღებს.ძველი საბერძნეთის სახელმწიფო და სამართალი იყო მეტად მნიშვნელოვანი და პროგრესული ეტაპი სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ოპტიმალური ურთიერთობის ძიების თითქმის მარადიულ გზაზე.ამბობენ ისტორია კარგი მასწავლებელიაო.თუ ასეა,ეს პირველ ყოვლისა ძველი საბერძნეთის ისტორიის შესახებ შეიძლება ითქვას".

ძველი საბერძნეთის ისტორიას ხუთ პერიოდად ყოფენ:
1. ეგეოსური ანუ კრეტა-მიკენის პერიოდი (ძვ.წ.-აღ-ით მესამე ათასწლეული).ესაა პირველყოფილი გვაროვნული წყობილების რღვევისა და ცალკეულ რეგიონებში ადრე-მონათმფლობელური სახელმწიფოების წარმოშობის ხანა.
2. ძვ.წ.აღ-ით XI-IX საუკუნეები.ამ დროს საბერძნეთში დორიელების დაპყრობათა შედეგად ადგილი აქვს პირველყოფილი თემური ურთიერთობების დროებით აღდგენას.
3. არქაული პერიოდი (ძვ.წ.აღ-ით VIII-VI საუკუნეები).ამ ეტაპზე ყალიბდება ანტიკური მონათმფლობელური საზოგადოება.
4. ძველი საბერძნეთის ისტორიის კლასიკური ხანა (ძვ.წ.აღ-ის V-IV საუკუნეები).მონათმფლობელური ურთიერთობების უმაღლესი განვითარება ანტიკურ პოლისებში.
5. ელინისტური პერიოდი (ძვ.წ.აღ-ის IV საუკუნის მეორე ნახევრიდან ძვ.წ.აღ-ის პირველი საუკუნის შუა წლებამდე).
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 535 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013