ძვირფასო მკითხველო,ქართველნო და მართლმადიდებელნო ქრისტიანნო - 14 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:55 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ძვირფასო მკითხველო,ქართველნო და მართლმადიდებელნო ქრისტიანნო
1:37 PM
ძვირფასო მკითხველო,ქართველნო და მართლმადიდებელნო ქრისტიანნო

ძვირფასო მკითხველო,ქართველნო და მართლმადიდებელნო ქრისტიანნო,გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული,ზეიმთა ზეიმი და სიხარულთა სიხარული.დღე,უფალი ჩვენი იესოს ქრისტეს მიერ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.დღე,როდესაც აღსდგა მკვდრეთით მაცხოვარი ჩვენი.გილოცავთ! ღმერთმა რწმენასა და სულიერ სიმტკიცეში გაგაძლიეროთ,მოგცეთ ღვთის მადლი,სიყვარული და ბედნიერება.არ მოგვაკლოს უფალმა მადლი მისი და არც ჩვენგან მოაკლდეს რწმენა და სიყვარული მის უწმინდეს სახელს.ქრისტიანობა არა მარტო რელიგიაა,არამედ ის თითოეული ქრისტიანისათვის ცხოვრების წესიც უნდა იყოს.ჩვენი რწმენა ხომ მხოლოდ სიკეთეს,სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას გვასწავლის,ნუთუ ასე ძნელია ერმანეთს ადამიანებმა სათნო ვუყოთ?!ნუთუ ასე ძნელია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი?!რომ ჩაუკვირდეს ადამიანი კარგად,ამაზე მარტივი არაფერია.თუმცა სწორედ მაშინ ცდება ადამიანი როცა ამას მარტივად თვლის,რომ ერთმანეთის შეყვარება,ერთმანეთისათვის სათნოების ყოფა იოლია. ყველაზე ძნელი და ჯერ ჯერობით შეუსრულებელი მისია,კაცთა მოდგმისათვის,სწორედ რომ ეგ არის.ამიტომ იყო რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე,გვიქადაგებდა გვიყვარდეს ერთმანეთი,ვაპატიოთ ერთმანეთს შეცოდებანი,მივუტევოთ მოყვას,დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენზე მეტად უჭირს,ვიცხოვროთ ისე როგორც ნამდვილ,ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეგვფერის.ღვთის შეწევნით,ყველა გზა ტაძრისაკენ მიდის და ტაძარი ხომ ღვთის სახლია,იქ შესული ადამიანი,არ შეიძლება ბოროტის მყოფელი იყოს.გამიგრძელდა ძვირფასო მკითხველო,საუბარი,თქვენ ჩემზე მეტი იცით ყოველივე რაც მე დავწერე,მაგრამ შენდობასა და პატიებას გთხოვთ თქვენი ყურადღების მოწყვეტისათვის,უბრალოდ მინდოდა ჩემი აზრი გამომეთქვა.გვიყვარდეს ერთმანეთი,ენა,მამული,სარწმუნოება.ყველა ემიგრაციაში მყოფ ქართველს მივულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს,მათ ხომ ყველაზე მეტად ენატრებათ,სამშობლოში ამ დღესასწაულის შეხვედრა,გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე გასვლა,მოლოცვა თავიანთი ტაძრებისა.გილოცავთ! დღეს დარწმუნებული ვარ წმინდა ცეცხლი გარდმოვა და კიდევ ერთხელ გაგვინათებს და გაგვითბობს გულებს.ხვალ კი ქრისტე აღსდგება ქრისტიანებო...
კატეგორია: News | ნანახია: 220 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013