ედუარდ ვან დერ ნიულე (1812-1868 წლები) - 20 ოქტომბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:09 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » ედუარდ ვან დერ ნიულე (1812-1868 წლები)
0:53 AM
ედუარდ ვან დერ ნიულე (1812-1868 წლები)

ედუარდ ვან დერ ნიულე (1812-1868 წლები),გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორი და "ელეკტიზმის" სტილის (დომინირებადი მიმართულება არქიტექტურაში 1830-1890 წლებში), თვალსაჩინო წარმომადგენელი.ამასათანავე ვენის სამხატვრო აკადემიის პროფესორი,რომლის სახელი დაკავშირებულია ყველასათვის ცნობილი "ვენის სახელმწიფო ოპერის",აგებსათან 1861-1869 წლებში (მიუხედავად მისი უდიდესი წვლილისა,ამ შესანიშნავი ნაგებობის აგებაში,მან ვერ შეძლო მისთვის საბოლოო სახის მიცემა).აღნიშნული ოპერის აგებას მისი სიცოცხლისათვის ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა.მიზეზი კი ყოველივე ამისა,გახლდათ ის,რომ საზოგადოებისაგან -  ედუარდმა უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა,ამ ნაგებობის აგების გამო (აღსანიშნავია,რომ ნაგებობას მართლაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები).ამასთანავე ნაგებობა გააკრიტიკა ავსტრიის იმპერატორმა და ბოჰემიის მეფემ - ფრანს იოსიფ I-მა (1830-1916 წლები),რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა არქიტექტორისათვის.არქიტექტორმა თავი იმდენად შეურაწყოფილად იგრძნო,რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით (ჩამოხრჩობით) დაასრულა 1868 წლის 4 აპრილს.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მეორე არქიტექტორი აღნიშნული ნაგებობისა და მისი მეგობარი - აუგუსტ ფონ სიკარდსბურგი - ვან დერ ნიულეს გარდაცვალებიდან 10 კვირაში (1868 წლის 11 ივნისს) გარდაიცვალა.მისმა სიკვდილმა შოკში ჩააგდო არა მარტო საზოგადოება,რომელიც მას აკრიტიკებდა,არამედ იმპერატორიც.ისტორიული ფაქტია,რომ ამ უბედურების შემდეგ ფრანს იოსიფ I,ბევრად ფრთხილი გახდა ხელოვნების ნიმუშების შეფასებაში.დიდი არქიტექტორის სახელს კი დღეს ავსტრიის დედაქალაქის - ვენის ქუჩა ატარებს,ხოლო მის მიერ დაპროექტებული ნაგებობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობას და ხელოვნების ხელოვნების საუკეთესო ცენტრს წარმოადგენს მსოფლიოში.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 215 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013