ეპამინონდი - ეპიზოდი - 25 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:12 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » ეპამინონდი - ეპიზოდი
1:51 PM
ეპამინონდი - ეპიზოდი
                                                         

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მხედართმთავარი,პატრიოტი და სახელმწიფო მოხელე - ეპამინონდი (ძვ.წ.აღ-ით 418-362 წლები),ლაკონიაში გამარჯვების შემდეგ (სადაც მან სპარტელები დაამარცხა და ამით სპარტას ჰეგემონიას საბერძნეთში ბოლო მოუღო),თებეში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივმა სასამართლომ იგი გამოიძახა და ბრალი დასდო იმაში,რომ მან ოთხი თვე გადააცილა მის უფლებამოსილებას (ვადას) - ბეოტარქსის (მხედართმთავრის) თანამდებობაზე ყოფნისა (იგი მხედართმთავრად არჩეულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 371 წელს).ეპამონიდმა სასამართლოზე გამოცხადდა და მსაჯულებისა და დამსწრე საზოგადოების გასაგონად ხმამაღლა განაცხადა:
"თუ კი ჩემს დასჯას გადაწყვეტთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ შეგიძლიათ საფლავის ქვაზე ასეთი ეპიტაფია ამოკვეთოთ: "აქ განისვენებს ეპამინონდი,რომელმაც თებელთა სურვილის საწინააღმდეგოდ დაამარცხა სპარტელები,რომლებსაც ხუთასი წლის მანძილზე ვერავინ სძლია.მან აღადგინა ქალაქი მესანა,რომლის აღდგენაც 230 წლის მანძილზე ვერავინ ითავა.მისი წყალობით გადარჩნენ ელინები მონობას და მოიპოვეს თავისუფლება.და ყველაფერი ეს მან ერთი ლაშქრობით მოახერხა,რაშიც მდგომარეობს მისი დანაშაული".
ეპამინონდის ამ ამაღელვებელი და მართალი სიტყვის შედეგად სასამართლო დარბაზში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.მსაჯულებმა მხოლოდ გაიღიმეს და ისე გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან არც სიტყვა უთქვამთ და არც კენჭის საყრელი ქვებისთვის უხლიათ ხელი.ეპამინონდის სრულმა სიმართლემ და მისმა პატრიოტულმა საქციელმა მას არა მარტო თავისუფლება შეუნარჩუნა,არამედ კიდევ უფრო განადიდა მისი სახელი.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 230 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013