ორშაბათი, 2018-01-22, 11:21 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 6 » ერიკ დე ბიშოპი - "ცურვის არ მცოდნე საოცარი მოგზაური"
8:48 PM
ერიკ დე ბიშოპი - "ცურვის არ მცოდნე საოცარი მოგზაური"

გამოჩენილი ფრანგი მოგზაური,ეთნოგრაფი,პოლინეზიის მკვლევარი და მწერალი - ერიკ დე ბიშოპი (1891-1958 წლები),რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა "თავზეხელაღებული" მოგზაურობებით,თავის მიერვე შექმნილი კანოეთი "კაიმილოა" და მის მიერვე აგებული ტივით,სახელწოდებით "ტაიტი-ნუი",რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიცოცხლის ბოლომდე ცურვის არ მცოდნე გახლდათ.საოცარია,თუმცა რატომღაც იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ თუ კი ცურვას ისწავლიდა იგი აუცილებლად დაიძირებოდა.მის მიერ აგებული კანოე "კიამილოას" სიგრძე 11,58 მეტრი იყო და იგი ააგო 1936-1937 წლებში.სახელად კი შერუჩია,ტაიტური მკითოლოგიის ერთ-ერთი ლეგენდის სახელი "კაიმილოა".მან კანოეთი შემოიარა შემოიარა - ჰავაის კუნძულები,კეიპტაუნი,კეთილი იმედის კონცხი,ტანჟერი და სხვა გეოგრაფიული ადგილები და საბოლოოდ საფრანგეთის ქალაქ კანში (საიდანაც აიღო სტარტი 1937 წელს),დაბრუნდა 1938 წელს - 264 დღიანი მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ.გარდა ამ მოგზაურობისა,იგი მის მიერვე აგებული სანაოსნო საშუალებებით და მათ შორის ტივითაც,არაერთი მოგზაურობის ავტორია და გასაკვირი,არა მარტო ის არის,რომ მან ასეთი მოკრძალებული სანაოსნო საშუალებებით იმოგზაურა,არამედ ისიც,რომ ერიკ დე ბიშოპმა ცურვა არ იცოდა.საბოლოოდ ეს საოცარი მოგზაური დაიღუპა 1958 წლის 30 აგვისტოს,მას შემდეგ,რაც მის მიერვე აგებული ტივით "ტაიტი-ნუი III"-ით,მორიგი მოგზაურობისას წყნარ ოკეანეში მდებარე რაკაჰანგას ატოლის რიფებზე შერჩა მისი ტივი,თავად კი აღნიშნული შეჯახების შედეგად მიიღო სასიკვდილო ტრამვები თავის არეში.მისი სახელი კი მსოფლიო მნიშვნელობის მოგზაურთა ნუსხაში,ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.იგი მართლაც დიდი და უნიკალური მოგზაური გახლდათ.

კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 394 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013