ევკლიდე ალექსანდრიელი - ეპიზოდი - 17 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:08 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 17 » ევკლიდე ალექსანდრიელი - ეპიზოდი
5:38 PM
ევკლიდე ალექსანდრიელი - ეპიზოდი

"გეომეტრია' აუცილებელ მეცნიერებას წარმოადგენდა იმ მშენებელთათვის,რომლებიც მდინარეების დამბებს აგებდნენ და აშენებდნენ ხიდებს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე და ამ საქმეში დიდ როლს თამაშობდა ევკლიდე ალექსანდრიელი.ეგვიპტის მმართველმა პტოლემეების დინასტიიდან - პტოლემე I სოტერმა,რომელიც ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლებში (იგი გახლდათ ალექსანდრიის უდიდესი ბიბლიოთეკის დამაარსებელი),მოითხოვა "გეომეტრიის მამად" წოდებული,დიდი ძველბერძენი მათემატიკოსისგან - ევკლიდე ალექსანდრიელისაგან (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომ მისთვის მარტივი გზით და სწარაფად შეესწავლა,აეხსნა ამ მეცნიერების "კანონები",რაზეც ევკლიდემ მეფეს მიუგო: "ო დიდო მეფეო,გეომეტრიაში არ არსებობს მეფის გზები".ევკლიდეს უმნიშვნელოვანეს ნაშრომს განეკუთვნება ტრაქტატი - "საწყისები",რომელიც დიდმა მეცნიერმა 13 წიგნად დაწერა.მასში ევკლიდემ გადმოგვცა გეომეტრიის ძირითადი საფუძვლები,რაც ბერძნულად აღნიშნავდა "მეცნიერებას დედამიწის განზომილების შესახებ",რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე მოიხსენიებდნენ,როგორც - "ევკლიდეს გეომეტრია".მისი ნაშრომები შეიცავდა პლანიმეტრიის,რიცხვთა თეორიის და სტერეომეტრიის მრავალ საკითხებს.გარდა ამისა მან გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრა ხუთი აქსიომით,რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.მისი ნაშრომები ასევე მოიცავდა კონუსური კვეთების,პერსპექტივების,მეორე რიგის ზედაპირისა და სფერული გეომეტრიის საკითხებს.ალექსანდრიაში ევკლიდე ეგვიპტის მმართველის პტოლემე I-ის მიწვევით ჩავიდა ალექსანდრიაში,რათა მას ნუსეინის სასწავლებელში (ეს გახლდათ ბერძნულად "მუზების წმინდა ტაძარი") განეგრძო მოღვაწეობა.ამ უნიკალურ სასწავლებელში იყო ასტრონომიული ობსერვატორია,ბოტანიკური ბაღი,ზოოპარკი,სასტუმრო და სხვა სექციები.აქვე მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.ისინი დაკავებული იყვნენ ისეთი მეცნიერებებით,როგორებიცაა - მათემატიკა,ასტრონომია,გეოგრაფია,ფილოლოგია,მედიცინა,ბოტანიკა და სხვა.სამწუხაროდ ეს უდიდესი სამეცნიერო სკოლა განადგურებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 273 წელს,რომის იმპერატორის - ავრელიანეს (ძვ.წ.აღ-ით 214-275 წლები),მიერ.ამასთან ერთად დაიწვა მუსეინის სასწავლებლის დიდი ბიბლიოთეკაც.მიუხედავად ამისა ბევრმა მეცნიერმა შესძლო ზოგიერთი ფასდაუდებელი ნაშრომების გადარჩენა.არის ვარაუდები,რომ ევკლიდემაც მოახერხა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის "საწყისების" გადარჩენა ამ ბარბაროსული აქტისგან,თუმცა ძირითადი ცნობები ევკლიდესა და ამ ნამუშევრის შესახებ ჩვენამდე სხვადასხვა განმანათლებლებისაგან მოაღწია.ევკლიდე ალექსანდრიელის "საწყისები" დიდი პოპულარობით სარგებლობდა არაბ მათემატიკოსებში.მათმა პირველებმა თარგმნეს იგი არაბულ ენაზე და როგორც სასწავლო საგანი გაავრცელეს სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.ევროპელებმა კი "საწყისები",ბევრად მოგვიანებით გაიცნეს და დაინტერესდნენ,მას შემდეგ რაც 1533 წელს ბაზელში (შვეიცარია),პირველად წარადგინეს ევკლიდეს თარგმნილი ნაშრომები ფართო საზოგადოებისათვის.დღევანდელ დღეს კი გეომეტრია ფართოდ გამოიყენება ფიზიკაშიც.ამ მეცნიერების განვითარებაში კი ევკლიდე ალექსანდრიელის ღვაწლი ფასდაუდებელია.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 454 | დაამატა: dato | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013