გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი - 25 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი
2:00 PM
გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი

დღემდე აღმოჩენილ ყველზე დიდ ვარსკვლავად გალაქტიკაში მიჩნეულია "დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის" უდიდესი ვარსკვლავი,რომლის სახელწოდება გახლავთ - "დიდი ძაღლის VY" იგივე "VY canis majoris" და განეკუთვნება წითელი ჰიპერგიგანტური ვარსკვლავების რიგს.დედამიწიდან იგი დაცილებულია 5000 სინათლის წლის მანძილით.მისი რადიუსის დადგენა მოხერხდა 2005 წელს და იგი ტოლია მზის 1800-2100 რადიუსისა.ხოლო დიამეტრი ამ უდიდესი ვარსკვლავისა 2,5-2,9 მილიარდი კილომეტრია.რაც 600-ჯერ დიდი დიამეტრია მზისა.მასა კი მზის მასაზე 30-40-ჯერ მეტია.სიკაშკაშით იგი მზეზე 14000-ჯერ მეტად კაშკაშაა.აღსანიშნავია,რომ ამ ვარსკვლავზე ერთი წრის შემოვლას,მეცნიერთა ვარაუდით 8 სინათლის სისწრაფის საათი დასჭირდებოდა,ხოლო თუკი თვითმფრინავს 4500 კილომეტრ საათი სიჩქარით მის ირგვლივ შემოსაფრენად 250 წელი დასჭირდებოდა.პირველი ცნობები ამ გიგანტი ვარსკვლავის შესახებ მოგვაწოდა ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა,თავის ვარსკვლევების კატალოგში - ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდმა,რომელიც თარიღდება 1801 წლის 7 მარტით.XIX საუკუნის დაკვირვების შედეგად ცნობილი ხდება,რომ ამ გიგანტმა 1850 წელს სიკაშკაშე მნიშვნელოვნად დაჰკარგა.როგორც ასტრონომები ირწმუნებიან,უახლოესი 100000 წლის მანძილზე შესაძლოა ეს გიგანტი აფეთქდეს,თუმცა იგი იმდენად შორსაა დედამიწისაგან,რომ რაიმე ზიანს დედამიწას ვერ მოუტანს.ამ გიგანტ ვარსკვლავზე დაკვირვება დღესა მიმდინარეობს ორბიტის ავტომატური კისმოსური სადგურის - ჰაბლის ტელესკოპით,რომელიც თავის მხრივ NASA-ს საკუთრებაა.

ფოტო გალერეა




კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 607 | დაამატა: dato | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013