"გიგანტური ციყვი - რატუფა" - 2 ოქტომბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:04 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 2 » "გიგანტური ციყვი - რატუფა"
11:09 AM
"გიგანტური ციყვი - რატუფა"


"გიგანტური ციყვი - რატუფა" - მღრნელისებრთა გვარი,ციყვისებრთა ოჯახისა.ძირითადად ბინადრობენ სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში.ისინი გახლავან საკმაოდ დიდი ზომების მქონე ციყვები,რომელთა სხეულის სიგრძე 30 სანტიმეტრიდან - 50 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონით 3 კილოგრამამდე.აქვთ გრძელი კუდი,რომელიც სხეულის თითქმის თანაბარი სიგრძისაა.ეწევიან ინდივინდიალური ცხოვრების წესს და არ ბინადრობენ გუნდებად.შეფერილობა კი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.სიცოცხლის ფაქტიურად მთელ დროს მაღალ ხეებზე ატარებენ და უიშვიათესად ჩამოდიან მიწაზე.აღსანიშნავია,რომ მიუხედავად მათი დიდი ზომებისა,ანხორციელებენ საკმაოდ დიდ ნახტომს,რომლის სიგრძე ხშირ შემთხვევებში სიგრძით 6 მეტრსაც კი შეადგენს.იკვებებიან ხილით,თხილით,ფოთლებით და ხის სოკოებით.ასევე იკვებებიან ფრინველთა ბუდეებში დატოებული კვერცხითაც.საფრთხის შემთხვევაში იმალებიან ხის კენწეროებსა და ხშირ ფოთლებში.რატუფას მაკეობა 28 დღე გრძელდება და ბადებენ 1 ან 2 პატარას.ბუნებაში ისინი დაახლოებით 5-დან 6 წლამდე ცოცხლობენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "ტყვეობაში" (ზოოპარკებში) 15 წლამდეც კი.მათი ბინადრობის ზოგიერთ არეალში,გემრიელი ხორცის გამო ხშირად ხდება მონადირეთა მსხვერპლი,რის გამოც რატუფას სახეობა "წითელ წიგნში" იქნა შეტანილი,როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა და მასზე ნადირობა იკრძალება.




კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 225 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013