გიორგი X - 1560-1606 წლები - 10 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:13 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 10 » გიორგი X - 1560-1606 წლები
3:16 PM
გიორგი X - 1560-1606 წლები
გიორგი X - 1560-1606 წლები,ქართლის მეფე სვიმონ I-ის ძე.უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. ნახიდურის ბრძოლაში 1599 წელს  ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601 წელს  ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის 1602-1612 წლებში,მიუხედავად იმისა რომ ამ ომში მოანწილეობის  არანაირი სურვილი არ ჰქონდა, იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603-04 წლებში  მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 წელს აბას I-ის  ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, 1604-05 წლებში საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვეციის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.იგი თავდადებული ქართლის მეფე იყო რომელიმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი,სამშობლოსათვის ბრძოლებში გაატარა.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 232 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013