გრიგოლ აბაშიძე - სინდისის განაჩენი - 21 ივნისში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:16 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » გრიგოლ აბაშიძე - სინდისის განაჩენი
12:30 PM
გრიგოლ აბაშიძე - სინდისის განაჩენი


იჯდა ქრისტე და მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან,
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრიტე და წერას თავი ანება.

- ამ,ქალს საჯაროდ მრუში უწოდეს -
თვალს ავლებს იქ მყოფთ,გულთამხილველი, -
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

და ყველამ ჰკითხა სინდის ნებართვა,
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსხვერპლს სათითაოდ.

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის -
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებართვას სინდისს?

კატეგორია: საქართველოს საგანძური | ნანახია: 356 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013