ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27 - 13 ოქტომბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:09 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 13 » ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27
8:56 PM
ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27
ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27 იანვარს ამსტერდამში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი მხატვარი ბაროკოს ეპოქისა.1586 წელს ავერკამპის ოჯახი ამსტერდამიდან საცხოვრებლად კამპენში გადადის,სადაც ჰენდრიკის მამა სააფთიაქო საქმიანობით კავდება.დედის მხრიდან იგი შვილიშვილი გახლდათ ცნობილი სწავლულისა და მეცნიერისა პეტრე მეროუნტანუსასი.სწავლა ამსტერდამში დაიწყო ცნობილ ნიდერლანდელ პეიზაჟისტ მხატვართან - ჰილის ვან კონინგსლოსთან (1544-1607 წლები).აღსანიშნავია,რომ ბავშვობიდანვე ჰენდრიკი სმენადაქვეითებული გახლდათ,რამაც მის მეტყველებაზე დიდი გავლენა იქონია,თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია გენიალური შემოქმედებისკენ სწრაფვაში.12 წლის ასაკში ერთ-ერთ ღარიბ მხატვართან აგრძელებს სწავლას,თუმცა მალევე ჰენდრიკის მასწავლებელი "შავი ჭირის" შედეგად გარდაიცვალა.18 წლის ასაკში იგი საცხოვრებლად ამსტერდამში მიემგზავრება და სწავლას განაგრძობს ისეთ დიდ ნიდერლანდელ მხატვართან,როგორიც გახლდათ პიტერ იზაკსცი.1614 წელს იგი ბრუნდება კამპენში,სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება და იქვე ჰქმნის თავის გენიალურ ნამუშევრებს.მან შექმნა სრულიად ახალი ჟანრი პეიზაჟური მხატვრობისა და ძირითადად ხატავდა ზამთრის პეიზაჟებს ვერცხლისფერ ფერთა გამაში.მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიჩნეულია "ციგურებით სრიალი" და "გართობა ყინულზე",რომელიც დღემდე დაცულია "მაურიცჰაუსის სამეფო გალერეაში,ჰააგაში.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მხატვარი მოსწავლედ იყვანს საკუთარ ნათესავს - ბერენტ ავერკამპს,რომელმაც შემდგომში ასევე შესანიშნავი პეიზაჟების ხატვით გამოიჩინა თავი.ჰენდრიკ ავერკამპი გარდაიცვალა 1634 წელს კამპენში,მისი შემოქმედება კი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებისა და გალერეების კუთვნილებად იქცა,რომელიც დღესაც დიდ აღტაცებას იწვევს მნახველში და ნიდერლანდული ბაროკოს ხანის სამხატვრო სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვართა რიგში აყენებს.

კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 224 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013