ჰიპიოს ელადელი - 6 იანვარს 2013 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:11 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ჰიპიოს ელადელი
10:16 PM
ჰიპიოს ელადელი

ჰიპიოს ელადელი - მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნეში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოს-სოფისტს,რომელიც რამდენჯერმეა ნახსენები,როგორც მთავარი მოქმედი პირი,გენიალური პლატონის "დიალოგებში",მაგალითად ისეთ დიალოგებში როგორებიცაა: "ჰიპიოს მცირე","ჰიპიოს დიდი" და "პროტაგორა".როგორც უძველესი გადმოცემებიდან არის ცნობილის - ჰიპიოს ელადელი,გამოირჩეოდა დიდი ინტელექტითა და ვრცელი ცოდნით სხვადასხვა მეცნიერებებისა,რის გამოც მას "პოლიგისტორს" ანუ "მრავლისმცოდნეს" უწოდებდნენ.მისი მწირად ცნობილი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ ჰიპიოსს საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ,პედაგოგად აყვანის შემთხვევაში.იგი გამოირჩეოდა კარგი მჭერმეტყველებითა და საოცარი მეხსიერების უნარით.ამის გამო იგი მომუმზადებლადაც კი ნებისმიერ თემაზე,თუ მეცნიერებაზე შესანიშნავ მსჯელობას აყალიბებდა.მანვე შეადგინა "ოლიმპიური თამაშების" გამარჯვებულების ნუსხა,რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია დღემდე ბერძნული ქრონოლოგიისათვის.პლატონის გადმოცემის მიხედვით - ჰიპიოსი ბრწყინვალედ ერკვეოდა ყველა მათემატიკურ მეცნიერებაში: გამოთვლებსა და ლოგისტიკაში,გეომეტრიასა და ასტრონომიაში,პოლიტიკასა და მუსიკაშიც კი.მის ნაშრომებში,რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია,განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს,სამართალსა და კანონებს.ჰიპიოს ელადელი გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 400 წელს.მის შესახებ კი ცნობები შემოგვინახეს ისეთმა დიდმა ფილოსოფოსებმა და სწავლულებმა,როგორებიც იყვნენ: პლატონი,პროკლოსი და სხვა გენიოსები.

კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 315 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013