როდემდის უნდა ჩვენ არ ვსცნობდეთ სიცოცხლის ფასსა?
როდემდის არ ვსცემთ ღვთიურ ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?
მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ
და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?
ძრწოდე,სულელო! ნუთუ ქრისტეს არ სცნობ სიტყვითა,
ნუთუ შენს თავსა,მტვრითა შექმნილს,ჰხედავ კვლავ მტვრათა
და შენს სიცოცხლეს,ამ უკვდავ ნიჭს - მტვრის თანამგზავრად?
რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს,ქრისტემ თქვა ცხადად...
ნუთუ არ იცი,რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: "ვით მამა ზეცის,იყავ შენც სრული".