ჯაგდიშ ჩანდრა ბოშეს ბიოგრაფიიდან... - 29 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:06 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » ჯაგდიშ ჩანდრა ბოშეს ბიოგრაფიიდან...
10:09 PM
ჯაგდიშ ჩანდრა ბოშეს ბიოგრაფიიდან...


ჯაგდიშ ჩანდრა ბოშე (1858-1937 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი (ბენგალური წარმომავლობის) მეცნიერ-ენციკლოპედისტი: ფიზიკოსი,ბიოლოგი,ბიოფიზიკოსი,არქეოლოგი და მწრალი-ფანტასტი.იგი წარმოადგენდა ერთ იმ მეცნიერთაგანს,რომელიც იკვლევდა რადიოსა და მიკროტალღურ ოპტიკას.დააარსა ფონდები ექსპერიმენტალური მეცნიერებისათვის ინდოეთის სუბკონტინენტზე.აღსანიშნავია,რომ ჯაგიშ ჩანდრა ბოშე გახლდათ ის მეცნიერი,რომელმაც შექმნა "უსადენო რადიო" და აღნიშნული ფაქტი დადასტურებული აქვთ ამერიკული რადიოელექრონიკისა და ელექტროტექნიკის ინსტირუტების სპეციალისტებს.ამასთანავე მას მოიხსენიებენ,როგორც "მამას ბენგალური სამეცნიერო ფანტასტიკისა".1904 წელს გახდა პირველი "ინდუსი" მეცნიერი და პიროვნება,რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში,მისცეს უფლება დაეპატენტებინა "ელექტრონული ველის დეტექტორი."ისწავლა ისეთ ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში,როგორებიც იყო "კალკუტის საპრეზიდენტო კოლეჯი","კემბრიჯი" და "ლონდონის უნივერსიტეტი",სადაც მას ასწავლიდნენ უდიდესი მეცნიერები და პედაგოგები: ლორდ რელეი,მაიკლ ფოსტერი,ჯეიმს დიუარი და სხვები.მისმა უდიდესმა სამეცნიერო მიღწევებმა,"ნობელის პრემიის" ლაურეატს,დიდი ინგლისელ ფიზიკოსს - ნევილ ფრანსის მოტს,ათქმევინა: "ჯაგდიშ ჩანდრა ბოშემ,დროს გაუსწრო და სულ მცირე 60 წლითო".ამერიკაში (მისი სურვილის საწინააღმდეგოდ),1901 წლის 30 სექტემბერს შეტანილ იქნა განცხადება "ელექტრონული ველის დეტექტორის" პატენტის თაობაზე და დადებითი პასუხი გამოცემულ იქნა 1904 წლის 29 მარტს.ამ მოვლენის შესახებ "დოქტორმა" რამამუსიმ ერთ-ერთ სემინარზე განაცხადა:
"მისი ცხოვრებიდან გამომდინარე,ალბათ ყველამ ვიცით,რომ ნებისმიერ ფორმას პატენტის მიღებისა უარყოფითად აფასებდა და აქ არაფერ შუაშია ის,რომ თითქოს ბოშე ვერ გრძნობდა ამა თუ იმ ახალი გამოგონების დაპატენტებით მიღებულ სარგებელს.ბოშე განეკუთვნებოდა იმ უდიადესი მეცნიერებისა და გამომგონებლების რიგს,რომელთაც აირჩიეს გზა მორალური თვალსაზრისისსა,ისევე,როგორც მარი კიურიმ,კონრად რენტგენმა და სხვა გენიოსებმა".
ჯაგდიშ ჩანდრა ბოშეს,დიდმა ბრიტანეთმა მიანიჭა "რაინდის" წოდება და მას შემდეგ იგი მოხსენიებულ იქნა,როგორც "სერ" ჯაგდიშ ჩანდრა ბოშე.იგი გარდაიცვალა 1937 წლის 23 ნოემბერს.მის მიერ 1897 წელს შექმნილი ორიგინალური ნაშრომები კი დღემდე გამოიყენება მე-12 რადიოტელესკოპის მუშაობისათვის,არიზონას შტატი (ამერიკა)

კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 191 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013