ჯოაკინო ანტონიო როსინი 1792-1868 წლები - 4 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:15 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » ჯოაკინო ანტონიო როსინი 1792-1868 წლები
0:46 AM
ჯოაკინო ანტონიო როსინი 1792-1868 წლები
ჯოაკინო ანტონიო როსინი  1792-1868 წლები,გენიალური იტალიელი კომპოზიტორი.დაიბადა იტალიის ქალაქ პეზაროში,მუსიკალურ ოჯახში.მამამისი ჯუზეპეც მუსიკოსი გახლდა,იგი ვალტორნაზე უკრავდა,ხოლო დედამისი ანა - მომღერალი იყო. ჯოაკინო მუსიკალურ განათლებას ადრეული ასაკიდან იღებდა. ექვსი წლის იყო როდესაც,მამის ორკესტრში სამკუთხედზე უკრავდა.თუმცა მამამისი ნაპოლეონის მხარდაჭერის გამო,1796 წელს ციხეში ჩასვეს,დედამ პატარა ჯოაკინო ბოლონიაში წაიყვანა.შვიდი წლის ასაკში მან ბოლონიის ცნობილ კაპელმეისტერთან დაიწყო სწავლა და რვა წლის უკვე წამყვან პარტიებს ასრულებდა ბოლონიის საეკლესიო გუნდებში. ლიცეუმში მან ისწავლა კლავესინზე დაკვრა,დაუფლა კომპოზიციას.როსინიმ,როგორც მომღერალმა,ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა,რომ მას იტალიის ყველაზე უფრო ცნობილი მომღერლის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამასთან მან საოპერო სპექტაკლების დირიჟორობაც სცადა,14 წლის იყო როდესაც კომიკური ოპერების შექმნით გაითქვა სახელი.პირველდაწყებითი სწავლა როსინიმ ბოლნიის საქალაქო სასწავლებელში,სადაც შევიდა 1807 წელს,ამავე დროს იგი მეცადინეობდა მუსიკის სხვადასხვა პედაგოგებთან.14 წლის როსინი მუშაობას იწყებს ჯერ ორკესტრში მამასთან ერთად, ხოლო შემდეგ კი, როგორც მომღერალი და კონცერტმეისტერი.1810 წლიდან თავად იწყებს საოპერო მოღვაწეობას.მან თავისი ერთტაქტიანი კომიკური ოპერებით იტალიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.მან დაწერა 39 ოპერა,ასევე საკრალური და კამერული მუსიკა.თუმცა მისი შემოქმედების პიკი,რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა გახლდათ,ოპერა - სევილიელი დალაქი,რომელიც დღესაც შედევრად ითვლება,თანამედროვე მსოფლიოში.ჯოაკინო ანტონიო როსინი გარდაიცვალა 1868 წლის 13 ნოემბერს,პარიზში.მისივე ანდერძის თანახმად,მშობლიურ ქალაქში დაარსდა კონსერვატორია,თავისივე სახსრებით.დღესდღეობით არსებობს მისი სახელობის ყოველწლიური პრემია,საუკეთესო ოპერისა და ლიბრეტოს შექმნისათვის.ჯოაკინო ანტონიო როსინი,შევიდა იმ გენიალურ ადამიანთა რიცხვში,რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ხელოვნებაში და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მომავალი თაობებისათვის.


კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 387 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013