ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი - 11 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:55 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 11 » ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი
10:59 PM
ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი





ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ" კენედი (ინგლ. John Fitzgerald "Jack" Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 - გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხული.

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო. ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947-1953) და სენატის (1953-1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[1][2] იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.[3] მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარლი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 355 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013