შაბათი, 2017-09-23, 9:10 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » "კაბო - ვერდე"
10:06 PM
"კაბო - ვერდე"


"კაბო-ვერდე" - სახელმწიფო კაბო-ვერდეს კუნძულებზე ატლანტის ოკეანეში.აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან 620 კილომეტრში.ამ ქვეყანას ასევე უწოდებენ მწვანე კონცხის კუნძულებს.დედაქალაქი პრაიაა 124,661 მაცხოვრებლით.ქვეყნის მოსახლეობა 499,796 მაცხოვრებელია.რითიც მსოფლიო ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობით 165 ადგილზეა.საერთო ფართობი კაბო-ვერდესი 4,031 კვადრატული კილომეტრია,რითიც 172-ე ადგილს იკავებს სხვა ქვეყნების საერთო ფართობთან მიმართებაში.ოფიციალური სახელმწიფო ენა პორტოგალიურია.სახელმწიფო ვალუტა კაბო-ვერდეს ესკუდოა.იგი განლაგებულია ათ დიდ და რვა პატარა კუნძულებზე,სადაც ბევრი ჩამქრალი და მოქმედი ვულკანია.ყველაზე მაღალი წერტილი ვულკანი ფოგუა 2829 მეტრი სიმაღლით.კლიმატი საკმაოდ რბილია,უფრო მშრალი ტროპიკული და წვიმებიც იშვიათად იცის.აღსანიშნავია რომ თითოეული კაბო-ვერდეს შემადგენლობაში მყოფი კუნძული უნიკალური ფლორით,ფაუნითა და ლანდშაფტით გამოირჩევა.იგი წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას და მოქმედებს 1992 წელს მიღებული კონსტიტუცია.მთავრობის ხელმძღვანელი და მთავარსარდალი პრეზიდენტია,რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევს,ხუთი წლის ვადით.უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ასამბლეაა,რომელთაც ასევე ხუთი წლის ვადით ირჩევენ.დეპუტატთა რაოდენობა კი 72 კაცს შეადგენს,ხოლო თავად დეპუტატები კი ირჩევენ პრემიერ-მინისტრს.ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემაა,დარეგისტრირებულია შვიდი პოლიტიკური პარტია.მათ შორის დომინირებს - აფრიკული პარტია დამოუკიდებელი კაბო-ვერდესი და დემოკრატიული მოძრაობა.სახელმწიფო დროშა და გერბი მიიღეს 1992 წელს.70%-ი მოსახლეობისა ევრო-აფრიკული წარმოშობისაა,28% აფრიკელია,1%-ი კი ევროპელი.53,3%-ი მოსახლეობისა ქალაქების მაცხოვრებელია,ყველაზე დასახლებული კუნძული კი სანტიაგუა.დიდი ქალაქებია პრაია,მინდელუ და სან-ფილიპი.ქვეყნის მოსახლეობის 90%-ი კათოლიკეა,2,5%-ი პროტესტანტი,4,8% კი ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია.კაბო ვერდეში ძირითადად მეთევზეობა,ტურიზმი და მომსახურეობის სფეროებია განვითარებული და იგი თავისუფალი ვაჭრობის ზონას წარმოადგენს.მაინც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი კაპიტალი ტურისტებს შეაქვთ,რომლებიც ძირითადად ესპანეთიდან და პორტოგალიიდან შედიან ქვეყანაში.ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა.წარმოება კი ყველაზე სუსტი დარგია კაბო-ვერდესი,არის მცირესაწარმოები ლუდისა და თევზის კონსერვისა.ეკონომიკური პარტნიორები არიან პორტოგალია,ჰოლანდია,ესპანეთი,ინგლისი და ბრაზილია.აღსანიშნავია რომ ეს ქვეყანა პორტოგალიის კოლონიას წარმოადგენდა და დამოუკიდებლობა მხოლოდ 1975 წლის 5 ივლის გამოაცხადა.კაბო-ვერდე გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანაა.

კაბო-ვერდეს ეროვნული გერბი


კაბო-ვერდეს დედაქალაქი - პრაია


მინდელუ



კატეგორია: მსოფლიო გეოგრაფია | ნანახია: 554 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013