კარლ რიტერი 1779-1859 წლები - 18 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:03 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 18 » კარლ რიტერი 1779-1859 წლები
11:31 AM
კარლ რიტერი 1779-1859 წლები
კარლ რიტერი 1779-1859 წლები,გერმანელი გეოგრაფი.თანამედროვე გეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ამ დარგის თვალსაჩინო წარმომადგნელი.კარლი დაიბადა აკადემიკოსების ოჯახში,მას ჰყავდა ხუთი დედმამიშვილი,მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა,როდესაც იგი ორი წლისა იყო. ოჯახმა მასზე დიდი გავლენა იქონია და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო.1820 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა ბერლინის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრას.იგი ავტორია აზიისა  და აფრიკისადმი  მიძღვნილი ვრცელი ნაშრომის - დედამიწისმცოდნეობა. მასში მოცემულია  გეოგრაფიის, როგორც ამხსნელი მეცნიერების, განსაზღვრა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით რიტერი ცდილობდა მრავალი ბუნებრივი მოვლენის კლასიფიკაციასა და ახსნას, ამით იგი დაუახლოვდა ლანდშაფტის მთლიანობის თანამედროვე წარმოდგენას.რიტერი იყო გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრე. მრავალი მოსაზრება მის შრომებში გაჟღენთილია იდეალისტური ტელეოლოგიის სულისკვეთებით. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა ბუნების  განმსაზღვრელი როლი ადამიანის ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო გეოპოლიტიკის  ფორმირებას.

რიტერის იდეებმა დიდი გავლენა იქონია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის გეოგრაფიული  აზროვნების განვითარებაზე.კარლ რიტერი გარდაიცვალა 1859 წლის 28 სექტენბერს ბერლინში.

კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 247 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013