კლოდ მონე - "შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა" - 23 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:15 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » კლოდ მონე - "შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა"
8:35 PM
კლოდ მონე - "შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა"

"შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა" - გენიალური ფრანგი მხატვრისა და იმპრესიონიზმის მიმდინარეობის ფუძემდებლის ხელოვნებაში - კლოდ მონეს (1840-1926 წლები) მიერ დახატული ტილოა.მხატვარმა ეს ტილო 1872 წელს დახატა ნატურიდან,საფრანგეთის ქალაქ ჰავრის ძველი პორტის მიდამოებიდან.სწორედ ეს გახლავთ ტილო რომელმაც სათავე დაუდო "იმპრესიონიზმის" მიმდინარეობას მხატვრობაში.სურათზე ასახული ულამაზესი ეპიზოდი,ასახავს დღისა და ღამის ერთმანეთთან გაყრას.ხოლო პროცესი ამ მოვლენისა მხატვარმა მართლაც უნიკალურ ფერთა გამაში ასახა.იმპრესიონიზმის მიმდინარეობის დაარსების კუთხით ხელოვნებაში,სურათის დასახელებამაც "შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა" - თავისი წვლილი შეიტანა.პირველად ტილო წარმოდგენილი იქნა ფართო საზოგადოებისათვის 1874 წელს,ცნობილი ფოტოგრაფის,რომელსაც "ფოტომემატიანედაც" მოიხსენიებდნენ - გასპარ ფელიქს ტურნაშონის,იგივე ნადარის ყოფილ სახელოსნოში,რომელიც გადაკეთებულ იქნა საგამოფენო დარბაზად.როგორც ერთ-ერთი დამსწრე ფრანგი ჟურმალისტი და დრამატურგი - ლუი ლერუა წერდა,ამ სურათმა დაუდო საფუძველი ახალ მხატვრულ მიმდინარეობას.მოგვიანებით ტილო გამოფენილ იქნა პარიზის "მარმოტანის მუზეუმში" და მნახველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.1985 წელს ტილო მოპარულ იქნა კლოდ მონეს სხვა ტილოებთან ერთად (იმ დროს გაიტაცეს ამავე მუზეუმიდან - პიერ ოგიუსტ რენუარის და ბერტა მორიზოს ტილოებიც).ტილო "შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა" მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი 1990 წელს და მას შემდეგ კვლავ აოცებს ამ შესანიშნავი მუზეუმის დამთვალიერებელს.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 677 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013