კახეთის შტო 1466-1801 წწ. - 7 მაისში 2011 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:55 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » კახეთის შტო 1466-1801 წწ.
3:06 PM
კახეთის შტო 1466-1801 წწ.

   

კოლხეთის პირველი სამეფო (კოლხა) წარმოიქმნა რიონისა და ჭოროხის აუზში დაახლ. ძვ.წ.XV-XIV საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო აია ანუ დღევანდელი ქუთაისი.  კოლხეთის ამ სამეფოს მეფეებიდან ცნობილია მხოლოდ ლეგენდარული აიეტი რომელიც ძვ.წ.XIII საუკუნის შუა წლებში მეფობდა. ძვ.წ.VIII საუკუნის 50-იან წლებში კოლხამ დაიპყრო თავისი მეზობელი დიაოხი, მაგრამ მალევე განადგურდა მომთაბარე ტომების კიმერიელების და სკვითების შემოსევების შედეგად (დაახ. ძვ.წ.730-720წწ).

    ძვ.წ.ძვ.წ.VI საუკუნეში ხელახლა ჩნდება კოლხეთის სამფო (დედაქალაქი ციხე-გოჯი), რომლის მეფეებიდან (თუ მმართველებიდან) ცნობილნი არიან: 

 

სავლაკი

ქუჯი ''ერისთავი''

აკე

ძვ.წ.V-საუკუნე

ძვ.წ.დაახლ. 320-280წწ.

ძვ.წ.დაახლ. 180-150წწ.

 

იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302 წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფი ხდება. ძვ.წ.II საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს. ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე არისტარხე მართავდა.

    ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს ''მესამე კოლხური სამეფო'' ლაზიკეს სახელს ატარებდა. II საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:

 

მალახა        რომის იმპერატორ ადრიანეს(117-138) თანამედროვე

ბაკური        რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე

 

   ა.წ.III-IV საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო V საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი მეფეებიდან ცნობილია:

 

გუბაზ I

სამნაღირ I

სამნაღირ II

წათე I

გუბაზ II

წათე II

დაახლ.440-465

დაახლ.465-490

დაახლ.490-520

დაახლ.520-529

დაახლ.529-554

დაახლ.554-562

   

ეგრის-ლაზიკე განუწყვეტლივ ბრძოლებს აწარმოებდა ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. 562 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დასავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმა. ამიერიდან ეგრისს ერისთავები განაგებდნენ, მათგან ცნობილია სერგი ბარნუკისძე, რომლის დროს 697 წელს ბიზანტიელთა ბატონობა არაბების ბატონობამ შეცვალა. 778 წლიდან ეგრისი ე.წ. ''აფხაზთა სამეფოში'' შევიდა.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 439 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013