კულტურა, ხელოვნება - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:12 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » კულტურა, ხელოვნება
3:17 PM
კულტურა, ხელოვნება
 მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.

ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო. 

მუდმივი ომიანობის და შემოსევების გამო, მეჩვიდმეტე საუკუნემდე ქართული კულტურა რეგრესს განიცდიდა. 1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. Aამ პერიოდში აგრეთვე მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792) (დავითიანის ავტორი), ასევე სულხან საბა ორბელიანი (სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა) ვახტანგ მეექვსე, ბესიკი, არჩილი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში საქრთველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვა.)

მეოცე საუკუნეშე მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართული მეცნიერების და ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენლები რომელთა შესახებ ჩვენს გვერდძე შეძლებთ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

კატეგორია: კულტურა | ნანახია: 320 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013