ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. - 2 მაისში 2011 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » მაისი » 2 » ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
9:11 PM
ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.


ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და პედაგოგი, სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს თბილისში ხელოსნის ოჯახში დაიბადა. მამა, მიხეილ ჭაბუკიანი, ხელოსანი, დურგალი იყო, დედა – ელენე პილიახი ექვს შვილს ზრდიდა. ეკატერინე, კონსტანტინე, მარიამ, ელენე და თამარი ვახტანგ ჭაბუკიანის და-ძმა იყვნენ. მათგან ხელოვნების გზა მხოლოდ თამარმა აირჩია. იგი ძმაზე სამი წლით იყო უფროსი და ბალერინა გახლდათ. თამარმა პერინის საბალეტო სტუდია დაამთავრა და ამ სტუდიის პირველ გამოშვებაში ირიცხებოდა. თამარმა სწავლა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო. მოგვიანებით კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი-მოცეკვავე გახლდათ. ასრულებდა სოლო ცეკვებს ქართულ, რუსულ და დასავლეთ ევროპულ ოპერებსა და ბალეტებში.

ვახტანგ ჭაბუკიანმა ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა. იგი ვერის მესამე დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, პარალელურად მარია შევალიეს სახელოსნოში შეგირდად მუშაობდა. სახელოსნოში ვახტანგი მისმა დამ ლენამ მიიყვანა. იქ მისი და თამარიც მუშაობდა. მარიამ შევალიე თბილისში სახელგანთქმული ფრანგი იურისტის ლეონიდ შევალიეს შვილი იყო. ხალხოსნური იდეებით გატაცებულმა მარია შევალიემ სუსანა ხითაროვასთან ერთად ღარიბთა შვილებისათვის გახსნა სახელოსნო, სადაც შეგირდებს მუქთად ასწავლიდნენ კალათების წვნას, პაპიე მაშედან კოლოფების კეთებას, დიქტიდან ბეწვა ხერხით ფიგურებს ჭრიდნენ და შესრულებულ სამუშაოში გასამრჯელოსაც აძლევდნენ.
1922-23 წლებში ვახტანგ ჭაუკიანი სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1924 წ. ჩაირიცხა ამავე თეატრის საბალეტო დასში. 1926 წელს ჭაბუკიანი ლენინგრადში გადავიდა, სადაც ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (ვ. სემიონოვის, ვ. პონომარიოვისა და ა. შირიაევის კლასები – 1926-29 წწ.). ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში იგი ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929-41 წწ.), სადაც კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა.
მისმა პირველმა გამოსვლამ სპექტაკლზე მისული მაყურებელი აღფრთოვანებული დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოსა და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ-ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან "პარიზის ალი”, "კორსარი”, "დონ კიხოტი”, ასევე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
ჭაბუკიანი ცეკვავდა "ცეცხლის ცეკვას”, რომელიც მან თვითონ დადგა. ეს იყო 18 წლის ჭაბუკის პირველი განაცხადი საგმირო ხასიათის ცეკვაზე. მალე იგი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიღეს პონომარიოვის კლასში, სადაც მან ერთი წელი დაჰყო. 19 წლის ასაკში ჭაბუკიანს გლაზუნოვის "წელიწადის დროთა” და პუნის "ესმერალდას” პირველი აქტების დადგმა დაევალა. გამოსაშვებ საღამოზე იგი საზოგადოების წინაშე წარდგა, როგორც მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. აგრეთვე მას დაკისრებული ჰქონდა გლადკოსის მუსიკაზე ქორეოგრაფიული ეტიუდის "მონობის დამხობის” დადგმაც. 1930 წლის 19 ნოემბერი ჭაბუკიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღად ითვლება. ამ დღეს 20 წლის ჭაბუკმა მინკუსის "დონ კიხოტში” ბაზილის პარტია შეასრულა.
1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე ვახტანგ ჭაუკიანმა დადგა ჰეროიკული ბალეტი – "მთების გული” ("მზეჭაბუკის” სახეშეცვლილი ვარიანტი), ხოლო 1939 წელს – ბალეტი "ლაურენსია”.
1939 წელს ვახტანგ ჭაბუკიანს წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.
1941 წელს, სამამულო ომის დაწყებისთანავე, საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ლენინგრადიდან თვალსაჩინო მოღვაწეთა ევაკუაცია, რომელთა შორის ვახტანგ ჭაბუკიანიც მოხვდა. 1941 წლის 30 აგვისტოს იგი კვლავ თბილისში დაბრუნდა. 1941-1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. 1968 წლამდე იყო ამ დასის მოცეკვავეც.
ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა: ა. ბალანჩივაძის "მთების გული” (1941 წ.), "ვალპურგის ღამე”, "შოპენიანა”, "ჟიზელი” (ყველა 1942წ.), "დონ კიხოტი” (1943წ.), "ესმერალდა”(1944წ.), "გედის ტბა” (1945წ.), გ. კილაძის "სინათლე” (ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, 1947 წ.), კრეინის "ლაურენსია” (1948 წ.), დ. თორაძის "გორდა” (1949 წ; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951 წ.) და "მშვიდობისათვის” (1953 წ.) "მძინარე მზეთუნახავი” (1959 წ.), "ნაცარქექია” (1966 წ.),ვ. ღლონტის "განთიადი” (1967 წ.), "ბაიადერა’ (1968წ.), "აპასიონატა” (ბეთჰოვენის მუსიკაზე, 1980წ.) და სხვ. მის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მთავარ პარტიებს ვახტანგ ჭაბუკიანი თავადვე ასრულებდა.

იმ პერიოდის მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ცენტრში ლენინგრადსა და მოსკოვში ვახტანგ ჭაბუკიანს უწოდებენ "ცეკვის ღმერთს” და მის აღმაფრენით ხტომას არწივის ცაში ნავარდს ადარებდნენ. ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმად ითვლება. მან მამაკაცთა ცეკვას ბალეტში მოუპოვა თავისთავადი მნიშვნელობა, შექმნა მამაკაცის ცეკვის გმირული, ვაჟკაცური სტილი, მკვეთრად განსაზღვრა მისი აქტიური საწყისი. მის შესრულებაში მკაცრი კლასიკური მანერა, ნატიფი ვირტუოზული ტექნიკა, სკულპტურული დიდებულება კარგად ერწყმოდა ჭეშმარიტ ადამიანურობას, განცდის სიმართლეს, შინაგან ექსპრესიას, მგზნებარე ტემპერამენტს. ფლობდა მდიდარ გამომსახველ საშუალებებს (მსუბუქი ნახტომი, სწრაფი ბრუნვები).

30-იან წლებში ჭაბუკიანმა მთელი შემოქმედებით უარყო ავანგარდული კონცეფციები, 60-ანი წლებში იგი მათ უკვე სხვაგვარად მიუდგა, თუმცა არ უარყო ძირითადი ტრადიციული ფასეულობები. ამის დასტური იყო ნოვაციები 60-იანი წლების ჭაბუკიანისეულ ბალეტებში, სადაც ნათლად აისახა შემოქმედი ქორეოგრაფის მისწრაფება ტრადიციისა და ნოვატორობის შერწყმისაკენ.

საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ვახტანგ ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ ხორცშესხმულ ოტელოს პარტიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოქმედი ცეკვა და პანტომიმა, შექსპირისეული ტრაგედიის გრძნობისა და აზრის სიღრმე. სპექტაკლის პრემიერა შედგა დიდ თეატრში, 1958 წლის 12 მარტს, მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე. "ოტელო” აღიარებულ იქნა ქართული ხელოვნების ტრიუმფად. აღრფოთვანებული მაია პლისეცკაია აღნიშნავდა: "ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს”. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო”, მას მოყვა ახალი ბალეტი ფელიქს ღლონტის "განთიადი”, ბეთჰოვენის მუსიკაზე შექმნილი ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა”.

"დემონი” იყო ჭაბუკიანის უკანასკნელი ნაწარმოები, რომელშიც გამოიყენებოდა ქართული ცეკვის ფოლკლორული ელემენტები, მაგრამ ეს სულაც არ იყო ქართველ კომპოზიტორებთან ექსპერიმენტების უკანასკნელი ცდა. ისინი მას ნიადაგ სთავაზობდნენ თანამედროვე მუსიკას საბალეტო დადგმებისათვის.

1950-73 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს (1980 წლიდან მთავარი კონსულტანტი). 1965-70წ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილებას. იგი იყო ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი. მისი მოსწავლე-სტუდენტები იყვნენ ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი.

- ჩემი პრინციპი უცვლელია, ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას. ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო – აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა, – ამბობდა ვახტანგ ჭაბუკიანი.

ვახტანგ ჭაბუკიანმა თავისი სცენარის მიხედვით დადგა ფილმი: "ქართული ბალეტის ოსტატები” (1955 წ.), სადაც ორი ბალეტია "სინათლე” და "ლაურენსია” გაერთიანებული, ხოლო 1961 წელს – ფილმი "ოტელო”.

ვახტანგ ჭაბუკიანი გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ (აშშ, იტალია, ლათ. ამერიკა და სხვა), სპექტაკლები დადგა იაპონიაში, ირანში, უნგრეთში, ბულგარეთსა და ფილიპინებში.

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს, თბილისში, 82 წლის ასაკში. იგი მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თბილისში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი ცხოვრობდა, გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი. 1999 წლის 20 მაისს ჩამოყალიბდა ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ცენტრი, რომელშიც ზურაბ ლომიძე, ვერა წიგნაძე, ეთერ გუგუშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი და გიორგი ალექსიძე გაერთიანდნენ. 1990 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. ამ საღამოზე შეკრებილმა ინტელიგენციამ და ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 2010 წელს იუნესკოს წევრი სახელმწიფოები ფართოდ აღნიშნავენ ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელს

კატეგორია: კულტურა | ნანახია: 749 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013