"ქრისტინას სამყარო" - 25 იანვარს 2013 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:11 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » "ქრისტინას სამყარო"
3:24 PM
"ქრისტინას სამყარო"

ქრისტინას სამყარო" - ინგლისურ ენაზე "Cristina's World",წარმოადგენს შესანიშნავ სურათს,შექმნილს დიდი ამერიკელი მხატვარ-რეალისტის და XX საუკუნის ამერიკული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის - ენდრიუ ნიუელ უაიეტის (1917-2009 წლები) მიერ.მხატვარმა ტილო,რომლის ზომები გახლავთ სიმაღლით 81 სანტიმეტრი,ხოლო სიგანით 122 სანტიმეტრი,დაფაზე დახატა ტემპერათი 1948 წელს.სურათზე გამოსახული მინდორზე მჯდომი გოგონა,რომელიც საკუთარ სახლს გაჰყურებს - ქრისტინა ოლსენია,რომელიც უაიეტის საზაფხულო აგარაკის,მეზობლად ცხოვრობდა მეინის შტატში.გოგონა იტანჯებოდა "პოლიომიელიტის" დაავადებით (მწვავე ვირუსული დაავადება,რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარებით).აღნიშნულმა ფაქტმა მხატვარზე დიდად ემოციური გავლენა იქონია და გადაწყვიტა გოგონა,თავისი წარმოსახვითი სამყაროთი დაეხატა.მიუხედავად იმისა,რომ სურათს "ქრისტინას სამყარო" ჰქვია,მოდელად საკუთარი მეუღლე ბეტსი უაიეტი გამოიყენა.აღნიშნულმა ტილომ დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და ხელოვანებში,რადგან საკმაოდ ღრმა შინაარსის მქონეა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ აგარაკს და მსი ბუნებას,მხატვარი საკუთარ შემოქმედებაში ხშირად ასახავდა.დღესდღეობით ენდრიუ ნიუელ უაიეტის შესანიშნავი ხელოვნების ნიმუში "ქრისტინას სამყარო" დაცულია ნიუ-იორკის მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და დღემდე უდიდეს მოწონებას იწვევს მნახველში,თავისი სევდის მომგვრელი სიუჟეტითა და ნატიფად შესრულებული კომპოზიციის გამო.
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 187 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013