ლაშა შავდათუაშვილი: “ეს ოქრო ბიჭებისთვის უდიდესი სტიმული იქნება” - 30 ივლისში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:15 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივლისი » 30 » ლაშა შავდათუაშვილი: “ეს ოქრო ბიჭებისთვის უდიდესი სტიმული იქნება”
12:44 PM
ლაშა შავდათუაშვილი: “ეს ოქრო ბიჭებისთვის უდიდესი სტიმული იქნება”

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა სპორტულმა დელეგაციამ ოქროს ანგარიში გახსნა. ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა – 20 წლის ბიჭმა, რომელიც ლონდონურ წარმატებამდე ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენად იყო მიჩნეული და რომლისგანაც არათუ ოქროს, სხვა სინჯის მედალსაც თითქმის არავინ ელოდა.
66 კილოგრამი წონითი კატეგორია ბოლო წლებში ერთ-ერთი პრობლემატური იყო და გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ შეიძლებოდა ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე დავრჩენილიყავით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შანსი ლაშა შავდათუაშვილს მისცა. ამანაც გაუმართლა, საერთაშორისო ტურნირებზე უხვად აკრიფა სალიცენზიო ქულები და ბოლოს იმდენი ქნა, ოლიმპიურ ქვოტაშიც მოხვდა.
გუშინ, ლონდონის ტატამზე გასულ ქართველ ვაჟკაცს არც პატარა ასაკი ეტყობოდა და მით უმეტეს, არც გამოცდილების ნაკლებობა. ყველაზე მთავარი კი ის შემართება იყო, რომელიც შავდათუაშვილის ჭიდაობისას აშკარად იგრძნობოდა. მსგავსი ცივსისხლიანი ჭიდაობით ხშირად აშკარა ფავორიტებად მიჩნეული უხვტიტულა ფალავნებიც ვერ დაიკვეხნიან. ქართველი ახალგაზრდა ტატამზე პირველი წრიდან ფინალის დასრულებამდე ისე აკეთებდა თავის საქმეს, ნერვიც არ ატოკებია. არც მაშინ აჰყოლია ემოციას, როდესაც მეოთხედფინალში, ინგლისელი კოლინ ოუტსი გულშემატკივრების არანორმალური ქომაგობის ფონზე, შებოჭა და არც მაშინ, ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი მასაში ებინუმა რომ დააიპონა.
საჩემპიონო გზას ჩილელი ალეხანდრო ზუნიგას ძლევით შეუყვა. მეტოქეს თავიდანვე მძლავრად შეუტია და ორი შიდოთი მიღებული იუკოს უპირატესობით დაწინაურდა, მეორე წუთის მიწურულს კი წმინდა გდებით მოამთავრა საქმე.
ფრანგ დავიდ ლაროშთან და კოლინ ოუტსთან შეხვედრები დამატებით დრომდე მივიდა და ლაშამ ორივე შემთხვევაში იპონით ასიამოვნა საგამოფენო ცენტრ "ექსელის” ძიუდოს დარბაზში შეკრებილი 50-მდე ქართველი გულშემატკივარი. ბეჭებზე გააკრა ებინუმაც, რომელიც არა თუ ამ შეხვედრის, საერთოდ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა. ფრანგისა და ბრიტანელისგან განსხვავებით, იაპონელს მხოლოდ ორი წუთი აკმარა.
ფინალში შავდათუაშვილმა თავისზე 11 წლით უფროს მეტოქეს, ევროპის სამგზის ჩემპიონ უნგრელს – მიკლოშ უნგვარის თავიდანვე აუღო იუკო და ეს უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა.
ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი იყო. 2002 წელს, მაშინ, როდესაც მიკლოშ უნგვარი ევროპის ჩემპიონი გახდა, შავდათუაშვილი სულ რაღაც 9 წლის იყო.
"ამ გამარჯვებას ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი და რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ტატამზე ამ დღეებში უნდა გავიდნენ. მათთვის ჩემი ოქრო უდიდესი სტიმულია” – უთხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა "მსოფლიო სპორტს” ფინალის დასრულებიდან ორიოდ საათში, ლონდონში ქართული სახლის გახსნის ცერემონიალზე.


  წყარო:   ოთარ მაღლაკელიძე - Worldsport.ge-ის სპეციალური კორესპონდენტი ლონდონიდან


კატეგორია: News | ნანახია: 283 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013