ლუჩანო პავაროტი - 13 ივნისში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივნისი » 13 » ლუჩანო პავაროტი
2:29 PM
ლუჩანო პავაროტი
ლუჩანო პავაროტი დაიბადა 1935 წლის 12 ოქტომბერს მოდენაში ფერნანდო პავაროტისა და ადელ ვენტურის ოჯახში.იგი გახლდათ თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი,ვირტუოზი იტალიელი ტენორი.მიუხედავად იმისა რომ ოჯახს ეკონომიურად უჭირდა ლუჩანო მის ბავშვობას ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა.ოთხ სულიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობდა,დედა სიგარის დამამზადებელ ფაბრიკაში მუშაობდა,მამა პურის მცხობელად,თუმცა საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა.მეორე მსოფლიო ომმა ოჯახი იძულებული გახადა 1943 წელს მოდენა დაეტოვებინათ და ახლოს მდებარე სოფელში იქირავეს ერთი ოთახი.ამ პერიოდში ლუჩანო დაინტერესდა ფერმერობით.მის მუსიკალურ კარიერაზე დიდი როლი ითამაშა მამის მუსიკალურმა ჩანაწერებმა,სადაც ჰქონდა ჩანაწერები იმდროინდელი დიდი ტენორების - ბენიამინო ჯილის,ჯოვანი მარტინელის,ტიტო სკიპასა და ენრიკო კარუზოს შესრულებით.9 წლის ლუჩანო,მამასთან ერთად გალობდა პატარა ადგილობრივი მონასტრის გუნდში.სკოლის დასრულების შემდეგ შეეჩეხა დილემას პროფესიის აჩევისა,ძალიან უყვარდა ფეხბურთი და სპორტსმენობაზეც ფიქრობდა,უნდოდა მეკარე გამოსულიყო.საწყისი ორი წელი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ადგილობრივ სკოლაში,თუმცა საბოლოოდ ლუჩანომ მუსიკა ყველაზე მაღლა დააყენა და იწყება ახალი ერა მის ცხოვრებაში.ამ გადაწყვეტილებაში მამას ჰქონდა სურვილი მხარი დაეჭირა მისი გადაწყვეტილებისათვის,თუმცა მაინც სარისკოდ ეჩვენებოდა შვილის არჩევანი და უთხრა:თუ კი 30 წლის ასაკამდე წარმატებას ვერ მიაღწევ სამუსიკო ხელოვნებაში,მაშინ საკუთარი თავის,თავად შენახვა მოგიწევსო.1954 წლიდან 19 წლის ასაკში,პავაროტიმ სრული სერიოზულობით მოკიდა ხელი სამუსიკო განათლების მიღებას.მეცადინეობა დაიწყო მოდენაში ტენორ - არიგო პოლასთან,რომელმაც იცოდა მისი ოჯახის ხელმოკლეობის შესახებ და შესთავაზა მას,რომ თანხა არ გადაეხადა მეცადინეობაში.ამ შესანიშნავ პიროვნებასთან მეცადინეობაში მან მთელი მისი შესაძლებლობები სრულიად წარმოაჩინა და მსოფლიოს ახალი ვარსკვლავის მოვლენა ამცნო.თუმცა პირველი ექვსი წლის განმავლობაში რამდენიმე უფასო სოლო კონცერტის გამართვის მიუხედავად,წარმატებისთვის არ მიუღწევია.მეცადინეობდა ეტორი კამპოგანიალთან,რამაც მისი შემოქმედება კიდევ უფრო დახვეწა.ამავე პერიოდში გაიცნო საოპერო მომღერალი - ადუა ვერონი,რომელთანაც 1961 წელს იქორწინა.წარმატება პავაროტიმ პირველად 1961 წელს საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსზე მოიპოვა.ამავე დროს დებიუტი ჰქონდა რეჯიო ემილიას თეატრში,სადაც შეასრულა რუდოლფის პარტია "ბოჰემაში".ეს პარტია მან 1963 წელს ვენისა და ლონდონის სცენებზეც შეასრულა,რაც ტრამპლინი გახდა მისი კარიერისა.1965 წელს მაიამიში(ამერიკა),პირველი დებიუტი ჰქონდა ამ ქვეყანაში და შეასრულა გაეტანო დონიცეტის მიერ დაწერილ ოპერაში ედგარის პარტია.პავაროტი ამერიკაში ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული ტენორი გახდა.არა ერთი დიდი ტურნე ჩაატარა სხვა ცნობილ ტენორებთან ერთად.მისი კარიერა,გაფურჩქვნას იწყებდა.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რეგულარულად იღებდა მონაწილეობას "არენა დი ვერონას" ფესტივალში.შეასრულა პარტიები - ლა სკალაში(მილანი),მოსკოვში,ლონდონში და სხვა უმარავ საოპერო თეატრებში.80-იან წლებში ის უკვე დიდი ტენორი იყო და თავად დააარსა ახალგაზრდა ტენორთა კონკურსი,სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს გზა ეხსნებოდათ დიდი ხელოვნებისაკენ.პირველი კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად თავად შეასრულა 1982 წელს ფრაგმენტები "ბოჰემიიდან".არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი უდიდესი სცენა სადაც ლუჩანოს არ ემღეროს,მისი რომელიმე საოპერო თეატრში გამოსვლა,ერთ-ორად ზრდიდა ამავე თეატრის პოპულარობას.პავაროტი მისი კარიერის მანძილზე პიკიდან არასდროს ჩამოსულა.მეგობრობდა ყველა გამოჩენილ ხელოვანთან.იგი კრიტიკოსების მიერ აღიარებულ იქნა XX-ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ ტენორად.მონაწილეობას იღებდა უამრავ საქველმოქმედო აქციაში - როჯერ ტეილორთან,სტინგთან,ელტონ ჯონთან,ბონოსთან,ერიკ კლეპტონთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად.2004 წელს იგი - მეტროპოლიტენ-ოპერის სცენაზე საბოლოოდ გამოვიდა და ბოდიში მოუხადა პუბლიკას,რადგან თავს ანებებდა საოპერო მოღვაწეობას.მისი ბოლო პარტია მარიო კარავადოსის პარტია იყო პუჩინის ოპერაში.მიუხედავად იმისა,რომ პავაროტის ხმა აღარ იყო ისეთი როგორსაც მიჩვეული იყო მსმენელი,მას მაინც უდიდესი პატივი მიაგეს,11 წუთის მანძილზე ოვაცია არ შეწყვეტილა,თეატრში სრული ანშლაგი იყო.პავაროტის სცენასთან დამშვიდობების მიუხედავად,მაინც მოუწია 2006 წლის 10 თებერვალს ტურინის ზამთრის XX-ე ოლიმპიადის გახსნაზე გამოსვლა.ლუჩანო დაავადებული იყო უსაშინლესი სენით კიბოთი,რამაც იგი შეიწირა კიდეც.ლუჩანო პავაროტი გარდაიცვალა 2007 წლის 6 სექტემბერს მშობლიურ მოდენაში,სადაც მონტანე-რანგონეს სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.პავაროტი უკანასკნელ გზაზე არა ერთმა ცნობილმა ხელოვანმა და პოლიტიკოსმა გააცილა.მისი დაკრძალვის დღეს იტალია გლოვობდა უდიდესი ტენორისა და უდიდესი შვილის დაკარგვას.იგი არა მარტო იტალიურ სამუსიკო ხელოვნებას,არამედ მთელი მსოფლიოს სამუსიკო ხელოვნებას მოუკვდა.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 281 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013