ლუციუს იუნიუს ბრუტუსი - 5 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 5 » ლუციუს იუნიუს ბრუტუსი
1:44 PM
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი

რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება. ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა. ტარკვინიუსი ხელისუფლებაში უკანონოდ, სიმამრის ვერაგული მკვლელობით მოვიდა, რის გამოც პრეცენდენტის განმეორების მუდამ ეშინოდა და ამიტომ არა მარტო უკმაყოფილო სენატორები, არამედ საკუთარი ნათესავებიც კი გაწყვიტა. ლუციუს იუნიუსი გონიერი ახალგაზრდა იყო და ადრევე მიხვდა, რომ თუ მეფე მასში გონიერ და ჭკვიან ადამიანს დაინახავდა, მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე იგი ყველას თავს უგუნურად აჩვენებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი ბრუტუსი. რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავათ იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა. ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა. მის ნაცვლად კონსულად აირჩიეს ვალერიუს პუბლიკოლა. ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა "მეფე ქურუმის" თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება. ტარკვინიუსისგან კი ელჩები ჩამოვიდნენ და მოითხოვეს მეფისთვის ქონების დაბრუნება. სენატმა დაიწყო საკითხის განხილვა, ქონების დაბრუნების შემთხვევაში მეფეს საშუალებას მისცემდნენ ებძოლა წართმეული ტახტისთვის, მეორე მხრივ, უარის თქმა კი ომს ნიშნავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ, მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორეთ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი შეთქმულის სახლში შეიკრიბნენ ყველანი და ელჩებს გადასცეს წერილი ტარკვინიუსისთვის. ეს საუბარი შემთხვევით მოისმინა მონამ და გასცა. ელჩები მაშინვე შეიპყრეს და აღმოაჩინეს მამხილებელი წერილები. ყველა შეთქმული მაშინვე შეიპყრეს, მათ შორის ბრუტუსის ვაჟებიც. სახელმწიფოს წინაშე დანაშაულისთვის ისინი ჯერ გაწკეპლეს შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მონა კი, რომელმაც შეატყობინა ხელისუფლებას შეთქმულების შესახებ დააჯილდოვეს, დაათავისუფლეს და მოქალაქეობა უბოძეს. ამის შემდეგ კონსულებმა და სენატმა რომაელებს საშუალება მისცეს მეფის ქონებიდან რაც უნდოდათ წაეღოთ, რათა ტარკვინიუსების ერთგული არავინ არ დარჩენილიყო, ხოლო მეფის კუთვნილი მიწები მარსს უბოძეს. იმ ადგილს შემდგომში მარსის ველი ეწოდა. ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი. რომში იგი დიდი პატივით დაკრძალეს, რომაელი ქალები კი მას, როგორც ოჯახის მამას, ისე დასტიროდნენ და ძაძებს ატარებდნენ.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 189 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013