შაბათი, 2017-09-23, 9:02 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » "მადაგასკარი"
1:44 PM
"მადაგასკარი"

"მადაგასკარი" - კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში - კუნძულ მაგადასკარსა და მის მიმდებარე მცირე კუნძულებზე.სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროდან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით.ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ - ანტანანარივუ (1,4 მილიონი მაცხოვრებლით).საერთო ფართობი მადაგასკარისა 587,000 კვადრატული კილომეტრია,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან 45-ე ადგილზე აყენებს.მოსახლეობა კი 20,042,552 მაცხოვრებელია,რითის ქვეყანა სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 58-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის ვალუტას წარმოადგენს მადაგასკარული "არიარი".სახელმწიფოს ოფიციალური ენებია: მალაგაური და ფრანგული ენები.მადაგასკარის მკვიდრი მოსახლეობა გახლავთ მალაგასიელთა ეთნიკური ჯგუფი,რომელთა რაოდენობაც 20 მილიონს ადამიანს აღწევს.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მალაგასიურ ენაზე მალაგასი - მადაგასკარელს აღნიშნავს.ისინი იყოფიან ორ ჯგუფად - მთიელებად და სანაპიროებზე მაცხოვრებლებად.ქვეყნის 45% ქრისტიანია,მათ შორის კათოლიკეები და პროტესტანტები; 7% მუსულმანია; წინა საუკუნის 90-იან წლებში კუნძულზე ფართოდ დაიწყო ქრისტიანულმა მართლმადიდებლურმა რელიგიამ გავრცელება,თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია; აქვე ფართოდ არის გავრცელებული მკვიდრი მოსახლეობის ადგილობრივი საკულტო რელიგიები,რომელთაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღიარებს.მადაგასკარის სახელმწიფო წყობა რესპუბლიკური გახლავთ.ქვეყნის უმთავრეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ორპალატიანი პარლამენტი; ეროვნული ასამბლეა 127 დეპუტატით (ირჩევენ 4 წლის ვადით) და სენატი 100 დეპუტატით,რომელთაც ასევე 4 წლის ვადით ირჩევენ.უმთავრესი დოკუმენტი მადაგასკარის რესპუბლიკისა გახლავთ "კონსტიტუცია".ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლებო პოსტი უკავია პრეზიდენტს,რომელიც ასევე საყოველთაო არჩევნებით აირჩევა.ქვეყანა ადმინისტრაციულად დაყოფილია 6 ავტონომიურ პროვინციად და 22 რეგიონად.მადაგასკარის უმაღლესი მწვერვალი გახლავთ ვულმანი მარუმუტურუ,რომლის სიმაღლე 2876 მეტრია ზღვის დონიდან და მდებარეობს ცარატანანას მთის მასივში (კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში).კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 1600 კილომეტრია,ხოლო მაქსიმალური სიგანე 600 კილომეტრი.ქვეყანა მდებარეობს სამ კლიმატურ სარტყელში: ტროპიკულ-მუსონური კლიმატი (აღმოსავლეთ სანპიროებზე); ზომიერი ზღვის კლიმატი (ცენტრალურ მთიანეთში) და მშრალი კლიმატი,ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.ქვეყანაში არის ინდოეთის ოკეანის აუზის მდინარეები: მანანარა,მანგურუ,ივუნდრუ და სხვა.ნაწილი მდინარეებისა ჩაედინება მოზამბიკის ყურეში.კუნძულზე მდებარეობს სამი დიდი ტბა: ალაუტრა,კინკუნი და იჰუტრი.მადაგასკარი აფრიკის კონტინენტს მეცნიერთა ვარაუდით გამოეყო 160-165 მილიონი წლის წინათ.ქვეყნის ტერიტორია განსაკუთრებით მდიდარია ფლორითა და ენდემური ფაუნით.აქ ბინადრობს და ხარობს უამრავი უნიკალური სახეობა ცხოველის,ფრინველის და მცენარისა.უმთავრეს ეკონომიკურ დარგს,მადაგასკარზე წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა.ექსპორტზე გააქვთ: ყავა,ვანილი (უდიდესი მწარმოებები მსოფლიოში ვანილისა,მადაგასკარია),კაკაო,ბრინჯი და სხვა პროდუქტები.ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1960 წლის 26 ივნისს მოიპოვა და მას შემდეგ იგი გახდა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.მადაგასკარი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს ბუნების მოყვარულთათვის და ტურიზმი ამ ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდაც კი მიიჩნევა.

მადაგასკარის რესპუბლიკის ეროვნული გერბი


მადაგასკარის რესპუბლიკის დედაქალაქი: ანტანანარივუ


კატეგორია: მსოფლიო გეოგრაფია | ნანახია: 370 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013