მეფე დემეტრე II - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:13 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » მეფე დემეტრე II
7:11 PM
მეფე დემეტრე II



დავით ულუს გარადცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ , მისი 11 წლის ვაჟი დემეტრე II დაამტკიცეს (1270-1289). მას აღმზრდელად ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი სადადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. სადუნი ტიპიური მედროვე იყო, მან გაიძვერობით მლიქვნელობით მიაღწია იმას რომ საქართველოს მეფის ათაბაგად დანიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სწორედ სადუნი გახდა ქვეყნის მმართველი, მან პირადი ქონება განუზომლად გაზარდა. მან დემეტრესთან დანათესავებაც მოახერხა. მეფის და ცოლად ჰყავდა, მაგრამ მეფის დას არ მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა გამოექცა სადუმს და თავი მთიულეთს შეაფარა. სადუნის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართველ დიდებულებს მაგრამ მასთან ბრძოლა ძალზედ რთული იყო რადგან სადუნს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. სადუნს სურდა მისდამი ასეთი უარყოფითი განწყობა შეენელებინა, ამიტომ ის მონღოლ გადასახადების ამკრეფავებს უსამართლობის ნებას არ აძლევდა. ეკლესიებსაც ბევრ შესაწირავს აძლევდა. ეს ყველაფერი ქვეყნის მძიმე ვითარებას არ ამსუბუქებდა.


70-იანი წლებში მონღოლებმა ახალი აღწერა ჩაატარეს, გაირკვა რომ დაპყრობილი ქვეყნების უმრავლესობა მათ შორის საქართველოც მოოხრებული და გავერანებული იყო. ქალაქის და სოფლების ქუჩები სავსე იყო დავრდომილებით და მათხოვრებით. მეფე დემეტრეს ძალზედ აწუხებდა ხალხის ასეთი რთული მდგომარეობა. იგი ხშირად ღამით გარეთ გამოდიოდა და მოწყალებას იძლეოდა. ამას ოდნავადაც არ შეეძლო ხალხის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამ ყველაფერს ზედ კატასროფული მიწისძვრა დაერთო 1275 წელს აღდგომის წინ .

სრულწლოვანმა დემეტრემ მმართველობა თანდათანობით მის ხელში აიღო, ხოლო როდესაც სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა, ათაბაგობა მის შვილ ყოთლუ ბუღას აღარ მისცა. ამ ყველაფერმა სადუნის შვილი განაწყენა რადგან მასაც მამასავით ქვეყანაში პირველკაცობა სურდა. მართალია ყუთლუ-ბუღამ ამირსპასალარობა მიიღო, მაგრამ ამით მისი წყენა არ განელებულა და მოგვიანებით სამაგერო გადაუხად მეფეს. დემეტრე II-ს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. მონღოლებმა ჯერ კიდევ დავით ულუს მეფობის ბოლო წლებში ისარგებლეს, დავით მეფესა და სარგის ჯაყელს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით და 1266 წელს სამცხე ულუსიანად აქციეს, ანუ სამცხე უშუალოდ დაემორჩილა ყაენს.

ახალგაზრდა მეფე ყველა ხერხს ხმარობდა რათა ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოეყვანა. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო მონღოლებისათვის თავი ერთგულად ეჩვენებინა.მეფე დემეტრე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მონღოლებს და მონაწილეობდა გაუთავებელ ლაშქრობებში. XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ილხანთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, ამ ომებში საქართველოც ძალაუნებურად იქნა ჩართული. ყაენების წინააღმდეგ შეთქმულებები ეწყობოდა რასაც გაუთავებეი რეპრესიები და ხოცვა-ჟლეტვა მოჰყვებოდა. მეფე დიმიტრის კარგი ურთიერთობები ჰქონდა არღუნ ყაენის პირველ ვეზირთან ბუღასთან. რომლის ვაჟზე დააქორწინა მისი შვილი რუსუდანი. არღუნ ყაენმა ბუღას შეგონებით მეფე დემეტრეს დაუბრუნა საქართველოს ტერიტორიები რომლებიც მონღოლებს ჰქონდათ სამფლობელოებად გადაქცეული. დემეტრემ გამოაკეთა ურთიერთობები სამცხის მმართველ ბექასთანაც. რომელსაც მანდატურთუხუცესის თანამდებობაც უბოძა. საილხანოსთან ასეთი კარგი ურთიერთოიბების გამო მონღოლი მოხელეები საქართველოში უწესობას და ძალმომრეობას ვეღარ ბედავდნენ და ცდილობდნენ გადასახადები წესივრად აეკრიფათ. ამან საქართველოს მდგომარება შედარებით გამოასწორა. ამას მოწმობს დემეტრეს დროს აგებული მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი.

1288 წელს საილხანოში გამომჟღავნდა არღუნ ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება. შეთქმულთა ხელმძღვანელობა ბუღას ბრალდებოდა. ბუღა და მისი მომხრეები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ასეთივე დღე ელოდა ბუღას ყველა ახლობელს. დემეტრე II როგორც ბუღას მეგობარი ყაენის კარზე დაიბარეს. მეფემ მოიწვია დარბაზის სხდომა და დარბაზის წევრებს ამცნო რომ ყაენი მას იბარებდა და სიკვდილი არ ასცდებოდა. თუ არ წავიდოდა მონღოლები ქვეყანას ააოხრებდნენ. დარბაზის წევრებმა ერთხმად ურჩიეს რომ არ წასულიყო და თავი მთიულეთისთვის ან დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა .მაგრამ დემეტრემ მტკიცედ განაცხადა

” მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას”.

დემეტრე ჩავიდა საილხანოში და შეეცადა დაერწმუნებინა არღუნ ყაენი მის უდანაშაულობაში. არღუნი შიშობდა რომ დემეტრეს დასჯით საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩაერია განაწყენებული ყუთლუ ბუღა. რომელმაც ყაენს მომხიბლავი გეგმა შესთავაზა: თუ დემეტრეს სიკვდილით დასჯიდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე დავით ნარინის ვაჟს ვახტანგს დასვამდნენ. ამით მონღოლებს დასავლეთ საქართველოც დაექვემდებარებოდა. ეს გეგმა არღუნს მოეწონა და დემეტრეს ბედიც გადაწყდა. 1289 წლსი 12 მარტს დემეტრე II სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მას თავდადებული უწოდა. ქართულმა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 622 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1  
chemi azrit yvelaz magari mefea demetre

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013