მეფე გიორგი პირველი (1014-1027) - 28 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ორშაბათი, 2014-09-01, 3:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » მეფე გიორგი პირველი (1014-1027)
11:58 AM
მეფე გიორგი პირველი (1014-1027)


საქართველოს ისტორია XI საუკუნეში

ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და საქართველოს ჩამოაშორეს ეს კუთხეები. მეფეს შეეძლო კახეთ-ჰერეთის ხელახლა დასაბრუნებლად ან თბილისის ამირის წინააღმდეგ ებრძოლა მაგრამ გიორგიმ საქართველოს ყველაზე დიდ მტრად ბიზანტიის იმპერია მიიჩნია. გიორგი I-მა ისარგბლა ბიზანტიის ომით ბულგარეთთან და დაიკავა იმიერ ტაო. დავით კურაპალატის სამფლობელი. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ ბასილ II საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I შეეცადა შეექმნა კუალიცია ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. საქართველოს მეფე დაუკავშირად ეგვიპტის სულთან ალ-ჰაკიმს , მაგრამ ალ-ჰაკიმი მოკლეს. ეგვიპტის სულთნის მკვლელობაში ბიზანტიის ხელი ერია.

ბასილმა გიორგის დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოსთხოვა. გიორგიმ უარი განაცხადა. ბიზანტია საქართველოსკენ დაიძრა. ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. გადამწყვეტი შეტაკება 1021 წელს შირიმნთან მოხდა. გიორგის კახეთ-ჰერეთის ლაშქარიც ეხმარებოდა, მაგრამ ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯბვებით დასრულდა. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა გიორგი I. ბასილმა ააოხრა თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან გაბრუნდა ტრაპიზონში. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I დროის მოგებას ცდილობდა და მოლაპარაკებებს აჭიანურებდა.

ამასობაში ბიზანტიაში აჯანყება დაიწყო, აჯანყებულებთან კავშირი ჰქონდა გიორგი I-ს. ბასილმა დაამარცხა აჯანყებულები , მათი ერთ-ერთი მეთაურის მოკვეთილი თავი კი გიორგის გამოუგზავნა. გიორგი I იძულებული შეიქმნა 1023 წელს ზავი დაედო ბიზანტიელებთან . ზავის თანახმად იმიერ ტაო კვლავ ბიზანტიას დარჩა. ამასთან კონსტანტინოპოლში მძევლად გაგზავნეს უფლისწული ბაგრატი. 1027 წელს გარდაიცვალა გიორგი I სამეფო ტახტი დაიკავა ბაგრატ IV.
კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 673 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
სასარგებლო ბმულები


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013