მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV საუკუნე) - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:03 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV საუკუნე)
2:37 PM
მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV საუკუნე)


მირიანი ქართლში მეოთხე საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. სწორედ მირიანის მეფობის დროს გამოჩნდა ქართლში კაბადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც ხალხს ქრისტეს სჯულს უქადაგებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნანა დედოფალმა აღიარა ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტება. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფეც დაინტერესდა ქრისტიანული სარწმუნოებით. ერთხელ მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. ნადირობისას მზე დაბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ რომ არ განათდა, მაშინ მეფემ "ნინოს ღმერთს" შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოს ეახლა, მისი რჩევით საბერძნეთის იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩები წარავლინა და ნათლისღების აღსასრულებლად სამღვდელობის გამოგზავნა სთხოვა.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 583 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013